უკრაინულმა სატვირთო თვითმფრინავმა ეგვიპტეში იძულებითი დაშვება განახორციელა. ეგვიპტური მხარის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი თვითმფრინავის გაუმართავი ძრავა გახდა.

ბორტზე ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა. თუმცა ეკიპაჟის ყველა წევრი, გამოკვლევების მიზნით, ჰოსპიტალიზებულია.  როგორც ირკვევა, თვითმფრინავმა აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხა და ამიტომ მინდორში დაჯდა.

„უკრაინული ბორტი ელ-ალამაინში უნდა დამჯდარიყო, რათა საწვავი შეევსო. თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო თვითმფრინავს ელ-ალამაინამდე მოუხდათ დაჯდომა”, განმარტავს ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრი იუნიუს ალ-მასრი.

ირკვევა, რომ თვითმფრინავი უკრაინიდან სუდანის მიმართულებით მიფრინავდა.

თუ რომელ უკრაინულ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა ბორტი, ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.