არაბული „ლოუკოსტერი“ Air Arabia საგაზაფხულო შეთავაზების შესახებ აცხადებს. აქციის ფარგლებში შეძენილი ბილეთებით მოგზაურობა 2018 წლის 30 სექტემბრამდე უნდა დაიგეგმოს.

Air Arabia-ში განმარტავენ, რომ აქციის ფარგლებში, თბილისიდან და ბათუმიდან შარჯას მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება (ერთი გზა) 120 დოლარიდან იქნება. ხოლო უკან დასაბრუნებელი ბილეთის ფასი კი ამ შემთხვევაში 190 დოლარიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ქალაქ შარჯადან დუბაი 20 წუთის სავალზე მდებარეობს, რაც ტურისტებს შესაძლებლობას აძლევს ერთდროულად რამდენიმე ქალაქი მოინახულონ.

ავიაბილეთების შესაძენად გადადით აქ.https://www.airarabia.com/en/g9-tbs-15jul18