საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, ივლისში მსოფლიოში საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა წლიური თვალსაზრისით 9,7%-ით შემცირდა, ივნისში 6,7%-იანი შემცირების შემდეგ.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, პანდემიამდელ ივლისთან შედარებით, მაჩვენებელი 3%-ით შემცირდა. საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვების ჩათვლით, წლიური კუთხით 10,2%-ით და 2019 წლის ივლისისთვის 3,5%-ით შემცირდა.
ასოციაციის ინფორმაციით, ტვირთების გადაზიდვის ზრდა დაფიქსირდა ლათინურ ამერიკაში – 9,2%-ით, ხოლო სხვა რეგიონებში კლებაა.