“საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გახლავთ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი საავიაციო უნივერსიტეტების ანალოგი, რაც საბოლოო ჯამში, მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული სამუშაო ადგილის დაკავების წინაპირობაა”, აცხადებს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი ვახტანგ ჭარაია. მისვე განმარტებით, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი არის ერთადერთი საავიაციო პროფილის უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, რომლის პროგრამების მსგავსი არათუ საქართველოში, რეგიონშიც არ მოეპოვება.

ამ დროისათვის საქართველოს საავიაციო უნივერისტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე მოქმედებს ორი მიმართულება, ესენია: საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი და საბუღალტრო აღრიცხვა – იმისთვის, რომ ისწავლოთ ჩვენთან ამ ფაკულტეტებზე და გახდეთ აღნიშნული სფეროების მოთხოვნადი სპეციალისტები, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბაროთ გამოცდები: უცხო ენაში (გერ.; ინგ.; რუს.; ფრანგ.), ქართული ენასა და ლიტერატურაში და ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან – მათემატიკა ან ისტორია;

სწავლის ყოველწლიური საფასური 3000 ლარია. უნივერსიტეტში მოქმედებს სახელმწიფო გრანტის პროგრამა, გარდა ამისა, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში გეძლევათ შანსი მიიღოთ სახელობითი სტიპენდიები, გაიაროთ პრაქტიკა ჩვენს პარტნიორ ავიაკომპანიებსა და საწარმოებში და დასაქმდეთ მაღალანაზღაურებად სამსახურში! 

კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩვენს სტუდენტებს მუდმივად აქვთ:
✅ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა;
✅ მუდმივი პრაქტიკა;
✅ ლექტორები, რომლებსაც გარდა თეორიული ცოდნისა, გააჩნიათ უზარმაზარი პრაქტიკული გამოცდილება!

??? ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: