საავიაციო სექტორში კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა იზრდება. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Volaris El Salvador-მა (მექსიკური Volaris-ის შვილობილი კომპანია) ბილტკოინების მიღება დაიწყო.
სალვადორში ბიტკოინი ფართოდ გამოიყენება, ამიტომ ახალმა ავიაკომპანიამ იგი თითქმის მაშინვე შემოიტანა თავის საქმიანობაში.
“ჩვენ უკვე გვყავს სალვადორული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც იღებს ბიტკოინს“, – წერს სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე.
ქვეყნის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს კრიპტოვალუტა აქტიურად გამოიყენონ გადახდებისთვის, მათ შორის ავიაბილეთების შესაძენად.
ცნობილი ხდება, რომ ვენესუელის სიმონ ბოლივარის სახელობის აეროპორტი გეგმავს ბიტკოინებისა და სხვა კრიპტოვალუტების მიღებას ბილეთებისა და აეროპორტების სხვა მომსახურებისთვის.
დღეს ბიტკოინებით ავიაბილეთის შეძენა შესაძლებელია ლატვიურ ავიაკომპანია AirBaltic-ში, იაპონურ Peach Aviation-ში, აშშ-ს ბიზნეს ავიაციის სერვისის პროვაიდერი Star Jets International-შ9 და სხვა საავიაციო ბაზრის მოთამაშეებთან.