SkyUp Airlines-ის რიგით მე-15 საჰაერო ხომალდი Boeing 737-800NG, რომელიც სულ ახლახანს ქალაქ კაუნასში ავიაკომპანიის კორპორატიულ ფერებში დაიბრენდა ოპერირებას უკვე შეუდგა. Boeing 737-800NG, რომლის სარეგისტრაციო ნომერიცაა UR-SQQ 189 სავარძელზეა გათვლილი და 2006 წელსაა გამოშვებული.

SkyUp Airlines-მდე თვითმფრინავით ავიაკომპანიები Air India Express-ი და Air Transat-ი სარგებლობდნენ.

მაშ ასე, ამ დროისათვის SkyUp Airlines-ის ავიაპარკი 2 ერთეულ 149-ადგილიან Boeing 737-700-ს, 9 ერთეულ 189-ადგილიან Boeing 737-800-ს და 4 ერთეულ 215-ადგილიან Boeing 737-900ER-ს აერთიანებს.