ამერიკელმა მოგზაურმა დაასახელა გამოცდილი ხერხი, ბარგის დაკარგვის შემთხვევაში როგორ შეინარჩინო საკუთარი ნივთების ნაწილი მაინც. მოგზაურის განმარტებით, ეს მეთოდი მორგებულია მათზე, ვინც მარტო არ მოგზაურობს. მაშ ასე, რეისამდე თითოეულმა ადამიანმა საკუთარი ნივთები ორად გაყოს და ორ ჩემოდანზე (თითო ადამიანს ერთი ჩასაბარებელი ბარგი ეკუთვნის, შესაბამისად ორ ადამიანზე ორი ბარგი ანუ ჩემოდანი მოდის) გადაანაწილოს, რომლსაც შემდგომ აეროპორტში ჩააბარებთ. და თუ აღმოჩნდება, რომ ერთ ჩემოდანი დაიკარგა, საკუთარი ნივთების ნაწილი მეორე ჩემოდნიდან მაინც გერგებათ. 

ეს ხერხი მგზავრს დაეხმარება, რომ ახალ სამოსში ბარგის პოვნამდე ფული არ დახარჯოს და ამ მხრივ ეკონომია გააკეთოს.