ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ტურისტებისათვის 1-ელი ნოემბრიდან იხსნება. საუბარია ჯანმო-ს მიერ აღიარებული (Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (Johnson&Johnson), Sinopharm და Sinovac) COVID-ვაქცინებით ვაქცინირებულ ტურისტებზე. 
თუმცა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებიდან გასულია 180 დღეზე მეტი ისრაელში შესვლა გეკრძალებათ.

დღეს არსებული რეგულაციით კი საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს COVID-ვაქცინის (დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech და Moderna) სრული კურსი ან გადატანილი აქვს COVID-19, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოდან გამგზავრება შეუძლია თუ ისრაელში ჰყავს პირველი ხარისხის ნათესავი (მეუღლე, შვილი, მამა, დედა ან და-ძმა), რომელიც ფლობს ისრაელის მოქალაქეობას ან მუდმივი ბინადრობის ნებართვას. ამ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისრაელში საქართველოდან გამგზავრება, მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ამასთან, სავალდებულოა ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობისგან წინასწარი ნებართვის მოპოვება. 

– ისრაელში გამგზავრების მსურველმა მოქალაქეებმა საზღვარზე უნდა წარმოადგინონ გამოჯანმრთელების სერტიფიკატი ან ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი, QR კოდით (1 წლამდე ბავშვების გარდა); 

– ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი – ნათესაური კავშირის დადასტურება შესაძლებელია მოსახლეობის რეესტრის შემოწმებით და სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტაციის (აპოსტილით) წარდგენით;

– სავალდებულოა შესვლის ნებართვის წინასწარ მოთხოვნა. განცხადება ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე