იანვარ-სექტემბერში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 94.7 ათასი ტონა, რაც 30,6 ათასი ტონით ანუ 47,7%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (64,1 ათასი ტონა) შედარებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 59,6% (56,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 18,8% (17,8 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 13,8% (13,1 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 5,1% (4,8 ათასი ტონა) – ეგვიპტიდან, 2,7% (2,6 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან;