FILE PHOTO: The logo of Airbus is picuted at the Airbus facility in Montoir-de-Bretagne near Saint-Nazaire, France, March 4, 2022. REUTERS/Stephane Mahe

თვითმფრინავის მოყვარულებს შანსი აქვთ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო თვითმფრინავის – Airbus SE-ის A380-ის ნაწილების მფლობელები გახდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას businessformula.ge ავრცეებს.

Airbus 13 ოქტომბერს სამდღიან აუქციონზე საჰაერო ხომალდის 500 ნაწილს გამოიტანს. გასაყიდ ნივთებს შორისაა ნათურები, ბარი, სავარძლები, საგანგებო გასასვლელის ნიშნები, ჩვილი ბავშვის კალათები და სამაშველო თოკიც კი. ცნობილია, რომ პირველი კლასის სალონიდან მოხსნილი ხელოვნური მარმარილოს ნიჟარის ფასი $2000-დან იწყება.

მსურველებს ასევე შეუძლიათ შეიძინონ ქუჩის არტისტების მიერ თვითმფრინავის სხვადასხვა ნაწილზე, მათ შორის, ძრავის პირზე შექმნილი ნამუშევრები.

Airbus-ის მიერ 2005 წელს გამოშვებული ორსართულიანი A380 მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავია.

მიიჩნეოდა, რომ მას სამოქალაქო ავიაციაში რევოლუცია უნდა მოეხდინა, მაგრამ არაეფექტურმა დიზაინმა და პანდემიის დროს დაბალმა მოთხოვნამ Airbus აიძულა, A380-ის წარმოება 2021 წლის ბოლოს შეეჩერებინა.

აუქციონზე გამოტანილი ნაწილების უმეტესობა არის A380 MSN13-დან, რომელიც ექსპლუატაციაში 2008 წელს შევიდა.

აუქციონიდან მიღებული შემოსავალი გადაირიცხება Airbus Foundation-ში და ჰუმანიტარული ინიციატივების დაფინანსებას მოხმარდება.