ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, რომელიც 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ავიაკომპანია Wizz Air ცვლის ფრენების განრიგს და ქუთაისის ნაცვლად, ოპერირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განაგრძობს.

Wizz Air-მა აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიაწოდა იმ მომხმარებლებს, რომლებსაც განრიგის ცვლილება შეეხოთ და ავტომატურად გადაჯავშნა ფრენები ქუთაისიდან თბილისში.

დამატებით, Wizz Air-მა, მგზავრებს აცნობა, რომ თუ რაიმე მიზეზით ვერ ახერხებენ შემოთავაზებული ახალი რეისით ფრენას, შეუძლიათ შეცვალონ ჯავშანი ალტერნატიული ფრენით, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, ან დაიბრუნონ გადახდილი თანხის 100% საბანკო ანგარიშზე ან მიიღონ 120% WIZZ კრედიტის სახით.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ზოგიერთ მარშრუტზე შემცირდა ფრენების სიხშირე, გადამისამართების შედეგად არცერთი მარშრუტი არ გაუქმებულა/დამატებულა.

Wizz Air-ის შესახებ:

Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი
ავაიაკომპანიაა. იგი 160 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი
დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25
ბაზიდან 700-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 45
ქვეყანაში არსებულ 155 დანიშნულების ადგილს აკავშირებს. Wizz Air-ში
დასაქმებული პროფესიონალი კადრები მომხმარებელს უმაღლესი
დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობენ, რის
გამოც, 2022 წლის 31 მარტის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან Wizz Air-ით მგზავრობა 27-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა.