ევროპის უმსხვილესმა “ლოუკოსტერებმა” Ryanair-მა და Wizz Air-მა 2020 ფინანსური წლის პირველი ნახევარის მაჩვენებლები გამოაქვეყნეს, რომელიც 2019 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდს მოიცავს.

ეს მაჩვენებლები avianews-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ საანგარიშო პერიოდში Wizz Air-ის საშუალო ტარიფი 43,3 ევრო იყო, რაც Ryanair-ის საშუალო ტარიფთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. ირლანდიური “ლოუკოსტერის” საშუალო ტარიფი 44 ევროს დონეზე დაფიქსირდა.

იმავდროულად, Wizz Air-თვის ერთი მგზავრის ტრანსპორტირების ხარჯი უფრო მაღალია ვიდრე Ryanair-ს. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით Wizz Air-თვის ტრანსპორტირების ხარჯი მგზავრზე 56.8 ევროა, Ryanair– ის შემთხვევაში კი 47.9 ევრო.

ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ ხშირად ბილეთის საფასური  “ლოუკოსტერის” რეალურ ხარჯს ვერ ფარავს.

მიუხედავად ყველაფრისა, 2020 ფინანსური წლის პირველ ნახევარში, Ryanair-მა 1 მლრდ 152,7 მლნ ევროს წმინდა მოგება მიიღო, ხოლო Wizz Air-მა – 371,5 მლნ ევრო.  

აღნიშნული ფინანსები კი “ლოუკოსტერებმა” დამატებითი სერვისის გაყიდვიდან მიიღეს. ბარგი, პრიორიტეტული ჩასხდომა, ბორტზე კვება და ასე შემდეგ, ეს ის სერვისებია, რომელსაც “ლოუკოსტერებისთვის” დამატებითი შემოსავალი მოაქვს. ამ მიმართულებით Wizz Air-ის მგზავრის საშუალო ხარჯი 32,3 ევროა, Ryanair-ის კი 19 ევრო. შესაბამისად Wizz Air-ის მგზავრი თითო ფრენისას საშუალოდ 75,6 ევროს ხარჯავს, ხოლო Ryanair-ის კი 63 ევრო.

მაჩვენებლები Ryanair Wizz Air
მგზავრთა რაოდენობა 85,7 მლნ 22,1 მლნ
დატვირთულობა 96% 94,6%
ავიაბილეთებიდან შემოსავალი €3735 მლნ €956,6 მლნ
დამატებითი სერვისიდან მიღებული შემოსავალი €1654 მლნ €714,2 მლნ
საერთო საოპერაციო შემოსავალი €5389,6 მლნ €1670,8 მლნ
საოპერაციო ხარჯი €4101,3 მლნ €1256,2 მლნ
წმინდა მოგება 1152,7 მლნ €371,5 მლნ
შემოსავალი მგზავრიდან €63 €75,6
საშუალო ტარიფი €44 €43,3
დამატებითი სერვისების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მგზავრზე €19 €32,3
თითო მგზავრზე ტრანსპორტირების ღირებულება €47,9 €56,8
საჰაერო ფლოტი 455 Boeing 737 + 21 A320 119 ოჯახიდან A320
საწვავის ხარჯი €1586,9 მლნ (38,7%) €436,2 მლნ (34,7%)
აეროპორტის მოსაკრებლები, მიწისზედა მომსახურება, სააერნაოსნო მომსახურება €1086,2 მლნ (26,5%) €357,7 მლნ (28,5%)
პერსონალის ხარჯები €583,3 მლნ (14,2%) €118,4 მლნ (9,4%)
ამორტიზაცია €381,1 მლნ (9,3%) €194,6 მლნ (15,5%)
მარკეტინგის და დისტრიბუციის ხარჯები €299,1 მლნ (7,3%) €24,4 მლნ (2%)
საჰაერო ხომალდების ვარგისობის შენარჩუნების ხარჯები €137,2 მლნ (3,3%) €85,5 მლნ (6,8%)
საჰაერო ხომალდების ლიზინგის ან იჯარის ხარჯები €27,5 მლნ (0,7%)
სხვა ხარჯები €39,4 მლნ (3,1%)
საერთო საოპერაციო ხარჯი €4101,3 მლნ (100%) €1256,2 მლნ (100%)