ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ამერიკულ ტელეარხ CNBC-თან ინტერვიუში რუსული საავიაციო ინდუსტრია გააკრიტიკა. წამყვანის კითხვაზე, გეგმავს თუ არა Ryanair რუსული წარმოების თვითმფრინავების შეძენას, მაიკლ ო’ლირიმ უპასუხა, რომ მათ უფასოდაც კი არ მიიღებდა.
თუმცა რუსულმა მედიამ ო’ლირის პასუხად დაწერა, რომ უახლოეს წლებში არავინ აპირებს რუსული წარმოების თვითმფრინავების ირლანდიელებისთვის შეთავაზებას, რადგანაც ყველაფერი, რაც იწარმოება განკუთვნილი იქნება მხოლოდ შიდა ბაზარისთვის.
იმავე ინტერვიუში ო’ლირიმ აღნიშნა, რომ კონკურენტებს (easyJet და Wizz Air) მალე მოუწევთ A320neo-ს თვითმფრინავების ოჯახის მნიშვნელოვანი ნაწილის გაჩერება Pratt & Whitney ძრავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო და ცვილებები ზაფხულის განრიგში. ის ფიქრობს, რო 2024 წლიდან მათი ფლოტის 10%-მდე შესაძლოა უმოქმედო გახდეს.
ო’ლირიმ ასევე თქვა, რომ Airbus-ის ოპერატორებს უწევთ მფრინავების ცვლილება, რაც იწვევს შრომის ბაზრის გადახურებასა და უფრო მაღალ ხარჯებს, ხოლო Ryanair არის ევროპის უმსხვილესი Boeing 737-ების ოპერატორი და გარკვეულწილად მონოპოლია. ამავდროულად, Boeing-ზე თითო სავარძელ-კილომეტრის ღირებულება 5%-ით დაბალია, ვიდრე Airbus-ზე.
„როგორც კი Airbus 5%-ით იაფი გახდება, ვიდრე Boeing, ჩვენ მათ გავფრინდებით“, – იხუმრა ო’ლირი. მათთვის, ვისაც ხუმრობა არ გაუგია, A320 არ შეიძლება იყოს იაფი ვიდრე B737 უბრალოდ ფიზიკის კანონების გამო. ფიუზელაჟი უფრო ფართოა, ჰაერის წინააღმდეგობა უფრო დიდია – და ეს არ არის ლაპარაკი სხვადასხვა მაქსიმალური სამგზავრო ტევადობაზე (200 სნეული 737-8-ში და მხოლოდ 195 A320neo-ში).
„როგორც კი Airbus 5%-ით იაფი გახდება, ვიდრე Boeing, ჩვენ მათით გავფრინდებით“, – იხუმრა ო’ლირი.
ასე რომ, Ryanair რჩება Boeing-ის ერთგული, თუმცა, აქ ო’ლირი “შეშფოთებულია” იმით, რომ დაკონტრქტებული 57 ერთეული Max-დან ავიაკომპანია ზაფხულის სეზონის პიკისთვის (ივნისის ბოლოს)10-ით ნაკლებ თვითმფრინავს მიიღებს, დანარჩენს კი ზამთრამდე.