ფლორენციაში ტურისტებისთვის ახალი ლოკაცია იხსნება. სან ლორენცოს ბაზილიკის შენობაში, მიქელანჯელოს საიდუმლო ოთახში მოხვედრა შესაძლებელი იქნება.
მხატვარი იქ ცხოვრობდა 1527 წელს, როდესაც მან მხარი დაუჭირა აჯანყებას მედიჩების წინააღმდეგ. აღნიშნული ადგილის აღმოჩენა მოხდა 1975 წელს. კედლებზე აღმოჩენილია ნახშირის ნახატები. ზოგიერთი მათგანი მიქელანჯელოს შემოქმედებას მიეკუთვნება.
ოთახი ვიზიტორებისთვის 15 ნოემბრიდან იქნება ღია. იქ მისასვლელად საჭიროა წინასწარ დაჯავშნოთ სლოტი. ოთახში ერთ შესვლაზე ერთდროულად მაქსიმუმ ოთხ კაცამდე ჯგუფი დაიშვება. ლოკაციაზე კვირაში 100-მდე ტურისტის მიღებას გეგმავენ.