რუმინეთში COVID-19-ის ახალი შტამის “ომიკრონის” შემთხვევების დადასტურების შემდეგ, 10 დეკემბრიდან 2022 წლის 8 იანვრის ჩათვლით, იმოქმედებს შემდეგი რეგულაციები:
ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ევროპის ეკონომიკური ზონიდან ან შვეიცარიის კონფედერაციიდან ჩასული პირებისთვის მოქმედებს 14 დღიანი კარანტინი საცხოვრებელ ადგილზე შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუკი პირები, რომლებიც ჩადიან მწვანე ან ყვითელი ზონიდან, არ წარმოადგენენ ვაქცინაციის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ან SARS-CoV-2 ვირუსის ინფექციის გადატანის მტკიცებულებას (ქვეყანაში შესვლამდე ბოლო 180 დღის განმავლობაში და არაუადრეს ბოლო 14 დღისა) და ქვეყანაში შესვლამდე 72 საათის ვადაში გაკეთებულ RT-PCR ტესტის უარყოფით პასუხს (ამ სამი დოკუმენტიდან ერთ-ერთი ათავისუფლებს კარანტინიდან).
ბ) თუკი პირები, რომლებიც ჩამოდიან წითელი ზონიდან და არ წარმოადგენენ ვაქცინაციის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ან SARS-CoV-2 ვირუსის ინფექციის გადატანის მტკიცებულებას (ქვეყანაში შესვლამდე ბოლო 180 დღის განმავლობაში და არაუადრეს ბოლო 14 დღისა). ამ ორი დოკუმენტიდან ერთ-ერთი ათავისუფლებს კარანტინიდან.
საცხოვრებელ მისამართზე 10-დღიანი კარანტინი შეეხებათ მათ, ვინც ჩადის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ევროპის ეკონომიკური ზონიდან ან შვეიცარიის კონფედერაციიდან, და თუ პირი არ იქნება ვაქცინირებული, ან არ მოუხდია ვირუსი ბოლო 180 დღის განმავლობაში. ამ პირებს უნდა ჰქონდეთ ქვეყანაში შემოსვლამდე 72 საათის ვადაში გაკეთებული უარყოფითი RT-PCR ტესტი.
კარანტინისგან თავისუფლდებიან:
ა) ბავშვები 12 წლის ჩათვლით,
ბ) 12-დან 16 წლამდე ბავშვებს მიუხედავად იმისა, თუ რომელი ზონიდან მიემგზავრებიან, თუკი მათ ექნებათ ქვეყანაში შესვლამდე 72 საათის ვადაში გაკეთებული უარყოფითი RT-PCR ტესტი.
გ) არავაქცინირებული პირები ან ისინი, ვისაც არ მოუხდია SARS-CoV-2 ინფექცია ქვეყანაში შესვლამდე ბოლო 180 დღის განმავლობაში, რომლებიც ჩამოდიან წითელი ზონიდან, თუმცა რუმინეთის ტერიტორიაზე რჩებიან ეროვნულ არაუმეტეს სამი დღისა (72 სთ). იმ პირობით თუკი მათ ექნებათ ქვეყანაში შესვლამდე 72 საათის ვადაში გაკეთებული უარყოფითი RT-PCR ტესტი. პირები, რომლებიც დაარღვევენ სამდღიან ვადას, განთავსდებიან კარანტინში 14 დღით.
დ) ტრანზიტულად მოძრავ პირებს, თუ ისინი დატოვებენ რუმინეთს ტერიტორიას შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში;
ე) უნგრეთიდან ან ბულგარეთიდან რუმინეთში შესული მუშები, აგრეთვე აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკურ ოპერატორებში დასაქმებული რუმინეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში შესვლისას ადასტურებენ შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორებთან სახელშეკრულებო ურთიერთობებს;
ვ) მოსწავლეები/სტუდენტები, რუმინეთის მოქალაქეები ან პირები ბინადრების უფლებით, რომლებიც ესწრებიან საგანმანათლებლო დაწესებულების კურსებს რუმინეთში, აბარებენ გამოცდებს. სავალდებულოა დამამტკიცებელი დოკუმენტების წარდგენა.
ზ) სპორტული დელეგაციების წევრები, ისევე როგორც არტისტები და მათთან დაკავშირებული პერსონალი, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული ან არ გადაუტანიათ SARS-CoV-2 ვირუსის ინფექცია ქვეყანაში შესვლამდე ბოლო 180 დღის ვადაში და ჩამოდიან წითელი ზონიდან , რათა მონაწილეობა მიიღონ რუმინეთში გამართულ კონკურსებში, კულტურულ, მხატვრულ ან გასართობ ღონისძიებებში. იმ პირობით, რომ ეს პირები წარადგენენ RT-PCR ტესტის უარყოფით პასუხს, აღებულს ქვეყანაში შესვლამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე.
თ) 2,4 ტონაზე მეტი ტევადობის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რომლებიც ახორციელებენ სატვირთო გადაზიდვებს, აგრეთვე 9-ზე მეტი ადგილის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული ან არ გადაუტანიათ SARS-CoV-2 ვირუსის ინფექცია ქვეყანაში შესვლამდე ბოლო 180 დღის ვადაში და ჩამოდიან წითელი ზონიდან. იმ პირობით, რომ ეს პირები წარადგენენ RT-PCR ტესტის უარყოფით პასუხს, აღებულს ქვეყანაში შესვლამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე.
ი) რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე რუმინეთის ხელისუფლებას გადაცემული პირები, რომლებიც ბრუნდებიან დაჩქარებული პროცედურებით;
კ) დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, ბუქარესტში აკრედიტებული სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების წევრები და დიპლომატიური პასპორტების მფლობელები, დიპლომატიური პერსონალთან ასიმილირებული პერსონალი, რუმინეთის დიპლომატიური და საკონსულო კორპუსის წევრები და დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული ან არ გადაუტანიათ SARS-CoV-2 ვირუსის ინფექცია ქვეყანაში შესვლამდე ბოლო 180 დღის ვადაში და ჩამოდიან წითელი ზონიდან. ზონიდან. იმ პირობით, რომ ეს პირები წარადგენენ RT-PCR ტესტის უარყოფით პასუხს, აღებულს ქვეყანაში შესვლამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე.
მესამე ქვეყნებიდან (ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან) ჩასული მგზავრებისთვის (რომლებიც არ იქნებიან ვაქცინირებული, ან არ გადაუტანიათ ვირუსი ბოლო 180 დღის განმავლობაში) იმოქმედებს 14 დღიანი კარანტინი საცხოვრებელ ადგილზე, თუკი ისინი არ წარადგენენ RT-PCR ტესტის უარყოფით პასუხს, აღებულს ქვეყანაში შესვლამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე.
თუმცა, თუ მათ ექნებათ RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, აღებული ქვეყანაში შესვლამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე, მაშინ საცხოვრებელ მისამართზე შეეხებათ 10-დღიანი კარანტინი.
აცრილებს და კოვიდმოხდილებს კარანტინი არ ეხება, თუნდაც „წითელი ზონიდან“ იყოს! (საქართველო “წითელ ზონაშია”)
კარანტინისგან თავისუფლდებიან:
ა) ბავშვები 12 წლის ჩათვლით
ბ) 12-დან 16 წლამდე ბავშვებს მიუხედავად იმისა, თუ რომელი ზონიდან მიემგზავრებიან, თუკი მათ ექნებათ ქვეყანაში შესვლამდე 48 საათის ვადაში გაკეთებული უარყოფითი RT-PCR ტესტი.
გ) არავაქცინირებული პირები ან ისინი, ვისაც არ მოუხდია SARS-CoV-2 ინფექცია ქვეყანაში შესვლამდე ბოლო 180 დღის განმავლობაში, რომლებიც ჩადიან წითელი ზონიდან, თუმცა რუმინეთის ტერიტორიაზე რჩებიან არაუმეტეს სამი დღისა (72 სთ). მათ უნდა ჰქონდეთ ქვეყანაში შესვლამდე 48 საათის ვადაში გაკეთებული უარყოფითი RT-PCR ტესტი. პირები, რომლებიც დაარღვევენ სამდღიან ვადას, განთავსდებიან კარანტინში 14 დღით.
დ) ტრანზიტულად მოძრავ პირებს, თუ ისინი დატოვებენ რუმინეთს ტერიტორიას შესვლიდან 24 საათის განმავლობაში;
ე) უნგრეთიდან ან ბულგარეთიდან რუმინეთში შემოსული საზღვრისპირა მუშები, აგრეთვე აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკურ ოპერატორებში დასაქმებული რუმინეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში შესვლისას ადასტურებენ შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორებთან სახელშეკრულებო ურთიერთობებს;
ვ) მოსწავლეები/სტუდენტები, რუმინეთის მოქალაქეები ან პირები ბინადრების უფლებით, რომლებიც ესწრებიან საგანმანათლებლო დაწესებულების კურსებს რუმინეთში, აბარებენ გამოცდებს. სავალდებულოა დამამტკიცებელი დოკუმენტების წარდგენა.
ზ) სპორტული დელეგაციების წევრები, არტისტები და მათთან დაკავშირებული პერსონალი, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული ან არ გადაუტანიათ SARS-CoV-2 ვირუსის ინფექცია ქვეყანაში შესვლამდე ბოლო 180 დღის ვადაში და ჩამოდიან წითელი ზონიდან, რათა მონაწილეობა მიიღონ რუმინეთში გამართულ კონკურსებში, კულტურულ, მხატვრულ ან გასართობ ღონისძიებებში. იმ პირობით, რომ ეს პირები წარადგენენ RT-PCR ტესტის უარყოფით პასუხს, აღებულს ქვეყანაში შესვლამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე.
თ) 2,4 ტონაზე მეტი ტევადობის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რომლებიც ახორციელებენ სატვირთო გადაზიდვებს, აგრეთვე 9-ზე მეტი ადგილის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული ან არ გადაუტანიათ SARS-CoV-2 ვირუსის ინფექცია ქვეყანაში შესვლამდე ბოლო 180 დღის ვადაში და ჩამოდიან წითელი ზონიდან. იმ პირობით, რომ ეს პირები წარადგენენ RT-PCR ტესტის უარყოფით პასუხს, აღებულს ქვეყანაში შესვლამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე.
ი) რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე რუმინეთის ხელისუფლებას გადაცემული პირები, რომლებიც ბრუნდებიან დაჩქარებული პროცედურებით;
კ) დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, ბუქარესტში აკრედიტებული სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების წევრები და დიპლომატიური პასპორტების მფლობელები, დიპლომატიური პერსონალთან ასიმილირებული პერსონალი, რუმინეთის დიპლომატიური და საკონსულო კორპუსის წევრები და დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული ან არ გადაუტანიათ SARS-CoV-2 ვირუსის ინფექცია ქვეყანაში შესვლამდე ბოლო 180 დღის ვადაში და ჩამოდიან წითელი ზონიდან. იმ პირობით, რომ ეს პირები წარადგენენ RT-PCR ტესტის უარყოფით პასუხს, აღებულს ქვეყანაში შესვლამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე.
რუმინეთში დაშვებული ვაქცინებია: ფაიზერი, ასტრა ზენეკა, მოდერნა, ჯენსენი, კოვიშილდი (იხ. ბმული: http://www.ms.ro/certificat-digital-covid-19/)
წინასწარი რეგისტრაცია
რუმინეთში გამგზავრებამდე, რეკომენდებულია შეივსოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ონლაინ აპლიკაცია, სადაც მიეთითება სახელი, გვარი, ქვეყანაში შესვლის დრო და ადგილი, სადაც პირი გეგმავს დაბინავებას: https://chestionar.stsisp.ro/start
დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რუმინეთის მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდები, სადაც ხელმისაწვდომია ყველა სიახლე: ბმული 1; ბმული 2.