უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA კიდევ ერთ ფასდაკლების აქციას აანონსებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ავიაბილეთების შეძენა 12 დეკემბრამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 31 დეკემბრამდე დაიგეგმოს. 

როგორც ცნობილია FlyUIA-ს ეკონომ კლასის სატარიფო პოლიტიკა სამი სახის ტარიფზეა გათვლილი: Lite, Standard და Premium-ი. შესაბამისად თბილისი-კიევი-თბილისის მიმართულებაზე ავიაბილეთის ფასებიც ასე გამოიყურება: 

Economy Lite – ერთი გზა 42 ევროდან, ორი გზა 81 ევროდან;

Economy Standard  – ერთი გზა 60 ევროდან, ორი გზა 122 ევროდან;

Economy Premium – ერთი გზა 91 ევროდან, ორი გზა 182 ევროდან;

აღნიშნული ფასები მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელსაც.

რაც შეეხება კიევი-თბილისი-კიევის  მიმართულებას პრომო აქცია ასე გამოიყურება: 

Economy Lite – ერთი გზა 44 დოლარიდან, ორი გზა 89 დოლარიდან;

Economy Standard  – ერთი გზა 67 დოლარიდან, ორი გზა 135 დოლარიდან;

Economy Premium – ერთი გზა 102 დოლარიდან, ორი გზა 205 დოლარიდან;

აღნიშნული ფასები მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელსაც.

აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ყველა დაჯავშნის სისტემაში.