2021 წლის დეკემბრის დასაწყისში ირლანდიური “ლოუქოსტერი” Ryanair-ი იყო ერთადერთი მსხვილი ავიაკომპანია ევროპის მასშტაბით, რომელმაც 2019 წლის კრიზისამდე არსებული მაჩვენებლები გადალახა, აცხადებენ Eurocontrol-ში.

ამ შედეგებით კი Ryanair-ი ევროპაში პირველ ადგილზეა შესრულებული ფრენების რაოდენობით.

Eurocontrol-ის აღმასრულებელი დირექტორის ეამონ ბრენანის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, Ryanair-ი 1-ლი დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით დღეში საშუალოდ 2096 რეისს ასრულებდა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 6%-ით აჭარბებს.

მეორე ადგილზე Turkish Airlines-ი გავიდა დღეში 994 რეისით, რაც 16%-ით ნაკლებია 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში შესრულებულ რეისებთან მიმართებაში. მესამე ადგილი კი Lufthansa-მ დაიკავა დღეში 913 რეისით. ეს მაჩვენებლები კი 35%-ით ნაკლები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

შესრულებული რეისების რაოდენობით TOP-10-ში ასევე მოხვდნენ ავიაკომპანიები:  easyJet, Air France, KLM, SAS Scandinavian Airlines, British Airways, Wizz Air და Vueling.

TOP-ავიაკომპანიებს შორის, easyJet-მა და British Airways-მა დააფიქსირეს ფრენების რაოდენობის ყველაზე დიდი ვარდნა – შესაბამისად 41% და 46%.

შედარებისთვის, Ryanair-ი, რომელიც დღეს რეიტინგის სათავეშია, 2021 წლის მაისში, კრისიზამდელ პერიოდთან შედარებით ფრენების მხოლოდ 9%-ს ასრულებდა.