ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა 2022 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა.
📌ბულგარეთში საქართველოდან შესვლის პირობები შემდეგია:
✅ საქართველო იმყოფება “წითელ ზონაში”, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბულგარეთის რესპუბლიკას აღიარებული აქვს ვაქცინაციის ქართული სერტიფიკატი, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ვაქცინაციის სრული კურსი, გადატანილი აქვთ კოვიდი და აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან გააჩნიათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი უარყოფითი შედეგით, შეუძლიათ ქვეყანაში შემოსვლა, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
✅ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გავლა დაშვებულია, თუ კი ისინი დაასაბუთებენ, რომ ქვეყანას დატოვებენ შესვლიდან მოკლე ვადაში და მხოლოდ ტრანზიტის მიზნით შედიან მასში.
📌აღნიშნულ შემთხვევაში COVID-თან დაკავშირებული რაიმე საბუთის წარდგენა არ მოითხოვება.