რუმინეთისა და ბულგარეთის ხელისუფლება დათანხმდა ავსტრიის წინადადებას შენგენში“ნაწილობრივ” გაწევრიანებაზე. პროექტის განხორციელება მომავალ წელს დაიწყება.
ასე რომ, სავარაუდოდ, მარტიდან რუმინეთსა და ბულგარეთში გამგზავრება შენგენის ქვეყნებიდან და პირიქით, გამარტივებული რეჟიმით იქნება შესაძლებელი, ოღონდ მხოლოდ საჰაერო და საზღვაო გზით. შემოწმებები სახმელეთო საზღვრებზე იგივე დარჩება.
ამის მიზეზი რეგიონში არალეგალური მიგრაციის პრობლემაა. და მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ განაცხადა, რომ რუმინეთი და ბულგარეთი აკმაყოფილებენ შენგენის შეთანხმების ყველა მოთხოვნას, ავსტრიის ხელისუფლება არც ისე დარწმუნებულია.
შენგენში ქვეყნების სრულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2024 წელს გაგრძელდება.