თურქეთის ეროვნული სასახლეების ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ტურისტებისთვის სასახლეებში ბილეთების ფასი გაზარდოს. უფრო მეტიც, ახალი ფასები, რომელიც ძალაში 1-ელი იანვრიდან შევიდა წინა ფასებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაძვირებულია.
მაგალითად, კომბინირებული ბილეთი დოლმაბაჰჩეს სასახლეში ჰარემისა და ხელოვნების მუზეუმის მონახულებასთან ერთად ტურისტებისთვის 1050 TRY / € 32 (თურქეთის მოქალაქეებისთვის – 150 TRY / € 5) ეღირება. ტოპკაპის სასახლეში, წმინდა ირინეს ეკლესიასა და ჰარემში შესასვლელი ბილეთი 1500 TRY / 46 ევრო (ადგილობრივი მოსახლეობისთვის – 250 TRY / 8 ევრო) ეღირება.
ქალაქის თითქმის ყველა სასახლეში შესასვლელი ფასი 40-60%-ით გაძვირდა. გაძვირება უმეტესწილად სოლო-ტურისტებზე აისახება. ჯგუფებისთვის ფასები იცვლება, მაგრამ არა იმდენად – მაქსიმუმ 25%-ით.