მადრიდის აეროპორტი (Barajas) ძირეულ რეკონსტრუქციას გეგმავს​. რეკონსტრუქცია 2031 წლისთვის დასრულდება და ამ დროისათვის როდესაც ის გახდება ევროპის უდიდესი აეროპორტი.

პროექტი მოიცავს ტერმინალების გაფართოებას, ახალი ტექნოლოგიური შენობის მშენებლობას და სხვა ობიექტების მოდერნიზაციას, რაც გამტარუნარიანობას 28%-ით გაზრდის.

რეკონსტრუქციის დასრულებისთვის აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 90 მილიონი მგზავრის (50 მილიონის ნაცვლად) გატარებას შეძლებს. შედარებისთვის: ახლა ყველაზე დატვირთული აეროპორტია სტამბოლის აეროპორტი (64,3 მილიონი მგზავრი), ლონდონის ჰითროუს აეროპორტი (61,6 მილიონი), პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი (57,5 მილიონი) და ამსტერდამ შიპჰოლის აეროპორტი (52,5 მილიონი).