დელის საერთაშორისო აეროპორტი 100%-ით განახლებადი ენერგიით მარაგდება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას facebook-ის გვერდზეა განთავსებული.
მიმდინარე წლის ივნისიდან აეროპორტის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 94%-ი ჰიდროელექტროსადგურებით, ხოლო დარჩენილი 6%-ი მზის სადგურებით კმაყოფილდება.
აღნიშნულის მისაღწევად, აეროპორტმა ადგილობრივ ჰიდროენერგეტიკულ კომპანიასთან გააფორმა პირდაპირი შესყიდვის გრძელვადიანი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანია აეროპორტს 2036 წლამდე განახლებადი ენერგიით მოამარაგებს.
ხოლო მზის ენერგიით აეროპორტს სატვირთო და სამგზავრო ტერმინალების სახურავებზე დამონტაჟებული 13.14 მგვტ სიმძლავრის მზის პანელები ამარაგებენ.
კიდევ ერთი მწვანე ინიციატივა, რომელიც აეროპორტმა ატმოსფეროში ნახშირბადის ემისიების შემცირებისთვის წამოიწყო, ენერგოეფექტურ შენობებსა და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას უკავშირდება.