მსოფლიოში პირველი აპლიკაცია რომანტიკული გაცნობისთვის ბრიტანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია EasyJet-მა გაუშვა.
ავიაკომპანია ცდილობს ონლაინ გაცნობის ინდუსტრიაში შეაღწიოს, სადაც Tinder და eHarmony დომინირებს, იტყობინება The Sun. იდეის მიხედვით, მგზავრებს შეეძლებათ შეხვდნენ თანამგზავრებს ჩასხდომისას ან ფრენის დროს.
EasyJet-ი უკვე არის ცაში სიყვარულის დაბადებას მომსწრე. ასე რომ, 2015 წელს, 24 წლის სტუდენტმა, რომელიც ლონდონიდან თელ ავივის მიმართულებით მგზავრობდა, 27 წლის ტურისტი მისი ადგილის დაკავებაში დაადანაშაულა. აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის ახალგაზრდებმა დაიწყეს დიალოგი და საბოლოოდ დღეს ისინი ერთად არიან და ლონდონში ცხოვრობენ.
ამ ინციდენტის შემდეგ წყვილი ცდილობს ერთად დაჯავშნონ ბილეთი და თანაც მეთორმეტე რიგში, ანუ სადაც მათ ერთმანეთი გაიცნეს.
“ეს ძალიან სასიამოვნო ისტორიაა, რომლის მოყოლაც ხალხისთვის სასიამოვნოა. როცა მეკითხებიან, სად შევხვდით და მე ვამბობ: „თვითმფრინავში“, საუბარი ამ თემაზე არასოდეს მთავრდება“, – აცხადებს წყვილი.