პერუში, Jetstream 32 ტიპის საჰაერო ხომალდი ელ ესტრეხოს აეროპორტში ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. ბორტზე ჯამში 17 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი პილოტია. დაშავებული პირები, სხვადასხვა სახის დაზიანებებით სან ანტონიო დელ ესტრეხოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთი მათგანი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. გამოძიება მუშაობს იმ მიზეზების დასადგენად, რომელთა გამოც თვითმფრინავმა ასაფრენი ბილიკიდან გადაუხვია.
SAETA Airlines-ის კუთვნილმა თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან აფრენისას გადავიდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თვითმფრინავის საბურავების მხრიდან კვამლი შენიშნეს, რის შემდეგაც ხომალდი ასაფრენი ბილიკიდან გრუნტოვან ზედაპირზე გადავიდა და მიწის კედელს შეეჯახა.