საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს რეგიონული ლიდერი – ამის შესახებ განცხადება საქართველოში ვიზიტად მყოფმა ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორმა ნიკოლას რალოსმა გააკეთა, რომელიც ქვეყანაში საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
ICAO-ს მაღალჩინოსნის განცხადებას ეხმაურება ქართული ბიზნესიც. ქართული ავიაკომპანია AK-AIR Georgia-ს დირექტორი იგორ აფციაური 5 თეზისს აყალიბებს, რაც ქვეყანაში ჰაბის შექმნისთვის არის გასაკეთებელი: 1. საავიაციო ფინანსური ცენტრის შექმნა, 2. საავიაციო საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება, 3. შიდა და საერთო დანიშნულების ავიაციის განვითარება, 4. საერთაშორისო ავიაციის კონფერენციების და ფორუმების ცენტრი დაარსება, 5. საავიაციო ტექნიკური მომსახურების ცენტრების გახსნა.
„ნიკოლას რალოსმა ძალიან სწორად გააჟღერა, რომ საქართველოს საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს. როდესაც საუბარია ჰაბზე სწორად უნდა გავიგოთ და ძალიან სწორი მიმართულებებით დავიწყოთ მუშაობა, სექტორულად. აქ საუბარია ავიაციის დარგზე, რადგანაც ძალიან ხშირად როდესაც ჰაბზე ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ გადაყვანა-გადაზიდვებით შემოვიფარგლებით. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია და მარტო ამით ფონს ვერ გავალთ. კი, საქართველოში გადაყვანა-გადაზიდვები ვითარდება, ფრენების, მგზავრების, ავიაკომპანიების რაოდენობა იზრდება, მაგრამ საქართველოში სატრანზიტო მიმართულება არ ვითარდება. ეს არის მხოლოდ პირდაპირი კავშირები, ტრაფიკი, რომელიც დამოკიდებულია ტურიზმზე. საქართველო ამ შემთხვევაში არის ძირითადი მიზეზი მგზავრების ჩამოსვლის, ანუ საქართველოს პრომოუშენი ხდება და ამიტომ ჩამოდიან ქვეყანაში და ერთ-ერთი მიმზიდველი ატრაქციაციაა, თუმცა ქვეყანაში სატრანზიტო მიმართულებები არ ვითარდება. თუ მართლა გვინდა, რომ საავიაციო ჰაბი გავხდეთ გადაყვანა-გადაზიდვების გარდა უნდა განვავითაროთ ძალიან ბევრი სხვა მიმართულება. მაგალითად უნდა გავხდეთ, ფინანსური საავიაციო ცენტრი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივცეთ საავიაციო კომპანიებს საშუალება, რომ გახსნან თავიანთი წარმომადგენლობები, ოფისები და საქართველოდან განახორციელონ სხვადასხვა საავიაციო მომსახურება“, – აცხადებს იგორ აფციაური.
AK-AIR Georgia-ს დირექტორის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური ვითარება, ეკონომიკური ზრდა და ინვესტორებისთვის და ბიზნესისთვის ყველა ძირითადი ხელსაყრელი პირობები უნდა ქნეს შექმნილი.
„საქართველოში აეროპორტში შესაქმნელია თავისუფალი ეკონომიკური ზონა. იმიტომ, რომ ვიცით, რომ ავიაცია 90%-ი არის საერთაშორისო ბიზნესი. ის კომპანიები, რომლებიც ჩამოვლენ ექნებათ ბიზნესი საქართველოს ფარგლებს გარეთ და ამიტომ თუ მათ შიგნით ბიზნესი არ ექნება, მათ უნდა გამოიყენონ ეს თავისუფალი ეკონომიკური ზონები და ის პრივილეგიები, რომელიც ამ ზონებში არის. ს
საავიაციო ფინანსურ ცენტრად გადაქცევის შემთხვევაში აქ იქნებიან და უნდა დავაინტერესოთ საავიაციო სადაზღვევო კომპანიები, ასევე ტექნიკური მომსახურების ცენტრები. ჩვენ ისინი უნდა დავაინტერესოთ, რომ აქ გაიხსნან და საქართველოს ბაზრის გარდა უცხო ქვეყნებსაც მოემსახურონ. ჩვენთან ჯერ კიდევ არს ხელსაყრელი პირობები მუშახელია იაფი, კომუნალურებია იაფია და ასე შემდეგ. ანუ გაცილებით შეღავათიანი ფასებით შეუძლიათ ეს სერვისი აწარმოონ.
დღეს ჩვენს მფრინავებს, ეკიპაჟის წევრებს ძალიან ხშირად ვუშვებთ თურქეთში გადასწავლებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მეტი ტრენინგცენტრები გაიხსნას. ასევე მათ ბაზაზე საავიაციო სკოლებია გასახსნელი. ამ კუთხით განვითარებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს“, აცხადებს AK-AIR Georgia-ს დირექტორი.
საქართველოს საავიაციო ჰაბად ქცევის პროექტი AK-AIR Georgia-მ საკუთარი წვლილის შეტანა უკვე დაიწყო.
„AK-AIR Georgia-ს სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და გვინდა, რომ საქართველო საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბდეს. ამიტომ ჩეხებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ საფრენოსნო სკოლა, რომელიც იქნება ნატახტრის აეროდრომის ბაზაზე. ქვეყნის შიგნით და ზოგადად რეგიონში ამ სკოლაზე უკვე დიდი ინტერესია. ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ადგილზე გავცეთ როგორ ქართული ასევე EASA-ს მიერ აღიარებული მფრინავი ლიცენზიები“, – ამბობს აფციაური.
პროექტის ფარგლებში, AK-AIR Georgia-ს არსებულ საჰაერო ხომალდებს მალე 2 „სესნას“ დაამატებს და მათი მეშვეობითაც მოხდება სწავლება. მსურველებს იგივე ტრენინგის გავლა შეეძლებათ ჩეხეთშიც „ბლუსკა ევიაიშენში“, რომლის ბაზაზზე საქართველოში კომპანია „ბლუსკა ევიაიშენ ჯორჯია“ დააფუძნა. ასევე იქნება ვერტმფრენის სიმულატორი, სადაც მოხდება სწავლება. მთლიანობაში პროექტი ავიაკომპანიას ხომალდების შემოყვანასთან ერთად რამდენიმე მილიონი დაუჯდება.
მთავარი აეროპორტები როგორ უნდა გახდეს საქართველო რეგიონული ლიდერი – ავიაკომპანია AK-AIR Georgia-ს დირექტორის...