აეროპორტმა „სტამბოლმა“ მე-7 ადგილი დაიკავა 10 ყველაზე დატვირთული აეროპორტის რეიტინგში, რომელიც გამოქვეყნდა აეროპორტების საბჭოს საერთაშორისო (ACI World) მიერ.

„სტამბოლის“ ოპერატორის IGA-ს მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია:

„აეროპორტი „სტამბოლი“ საერთაშორისო აეროპორტების საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს 10 ყველაზე დატვირთული აეროპორტის რეიტინგში მე-7 ადგილზეა. ჩვენმა აეროპორტმა 2022 წელს მიიღო 64 მილიონზე მეტი მგზავრი. მადლობა ყველას, ვინც აგვირჩია და სარგებლობს ჩვენი მომსახურებით.”

„სტამბოლი“ ატლანტას, დალასის, დენვერის, ჩიკაგოს, დუბაის და ლოს ანჯელესის აეროპორტების შემდეგ, მსოფლიო სიაში მე-7 ადგილზეა.