საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო ტურიზმის თანამედროვე გამოწვევები, საერთაშორისო ტურისტული გამოფენების მნიშვნელობა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტრატეგია, ხედვები ტურიზმთან დაკავშირებით; მარკეტინგულ აქტივობები.
კავკასიის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შესახებ.
სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოწვეული სტუმრებისთვის კითხვები დაესვათ მათთვის საინტერესო თემებზე.