ქემფინგი – ეს არის ტურისტებისთვის მოგზაურობისა და დასვენების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება, რა დროსაც  ბუნების მოყვარულები მიდიან ღია სივრცეში, შლიან იქ კარავს და დასვენების დღეებს სუფთა ჰაერზე ატარებენ. ამისთვის, როგორც წესი, ზაფხული უფრო ხელსაყრელია, თუმცა ეს წესი თურქეთზე არ ვრცელდება და აქ ოთხივე სეზონზეა შესაძლებელი ქემფინგის მოწყობა. მაგალითად, ზამთარში ბანაკები მუდმივად ღიაა და   ხშირად მოდიან ტურისტები, რომელთა რიცხვიც დღითიდღე იზრდება, რადგან ამ პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება დასვენების ეს ფორმა.

თურქეთში გარდა გულწრფელი დახვედრისა და შესანიშნავი სტუმართმოყვარეობისა, გელოდებათ მისი ველური, ლამაზი და ხელუხლებელი ბუნება,  ფირუზისფერ ზღვასთან და  ოქროს ქვიშებთან ერთად.

აღსანიშნავია საქარავნო მოგზაურობები, რომლებიც უცხოელ ტურისტებს საშუალებას აძლევს მოინახულონ პატარა სოფლები, ქალაქები და გაეცნონ სოფლის ცხოვრებას, რომელიც მათ აქამდე ჯერ კიდევ არ უნახავთ. ამისათვის კი, თურქეთის დიდ ქალაქებსა და ტურისტულ რაიონებში თქვენ შეგიძლიათ იქირავოთ ქარავნები, რომლებიც  ყველანაირი კომფორტით არის აღჭურვილი და  მოიაროთ მრავალი საოცარი ადგილი.

ბანაკები

თურქეთში შეგიძლიათ ნახოთ ბევრი კომფორტული ბანაკი, რომლებიც მდებარეობს ზღვისპირა ადგილებში და სადაც ავტომობილით მისვლა არის ძალიან მარტივი. ბანაკებს გააჩნია შესაბამისი დასასვენებელი, სპორტული, გასართობი, საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა და იგი ოჯახური დასვენებისთვის იდეალურ გარემოს წარმოადგენს. აღსანიშნავია ადგილობრივი სამზარეულოც. მასში შედის ტრადიციული კერძები და გარწმუნებთ, რომ მათი დაგემოვნება მოგგვრით უდიდეს სიამოვნებას.

საბოლოოდ, აქ თქვენი განტვირთვისთვის საუკეთესო პირობებია მოწყობილი, თანაც მისაღებ და ბიუჯეტურ ფასად, ამიტომ თუ ეძებთ მეგობრულ, პოზიტიურ და სხვადასხვა აქტივობით სავსე გარემოს და გსურთ, რომ ცოტა ხნით მაინც მოწყდეთ ქალაქის აურზაურს, მაშინ მობრძანდით თურქეთში და დაისვენეთ იდეალურად.