რიგის საერთაშოროსო აეროპორტის მოფრენის დარბაზში ორ აპარატს დადგამენ, საიდანაც მგზავრები წყალს უფასოდ მიიღებენ. როგორც ირკვევა წყლის უფასოდ მისაღებად აპარატები დამონტაჟდება როგორც მოფრენის დარბაზში, ასევე დარბაზში, სადაც მგზავრები ბარგს იღებენ.

აპარატების დადგმისთვის ხარჯო 4000 ევროს შეადგენს. თუ როდიდან შეძლებენ მგზავრები აეროპორტ „რიგაში“ წყლის უფასოდ მიღებას ეს მოგვიანებით გაირკვევა, რაც აპარატების მონტაჟისათვის გამოცხადებული შესაბამისი ტენდერი ჩატარდება.