ავიაკომპანია British Airways-ი 3 ოქტომბრიდან ლონდონიდან კიევისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ფრენებს აჩერებს.

როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, აღნიშნულ მიმართულებებზე British Airways-ი წლებია ოპერირებს, თუმცა დღეისათვის კიევი და სანტ-პეტერბურგი კომპანიისათვის კომერციულად მომგებიანი მიმართულება აღარ არის. ავიაკომპანიაში აცხადებენ,  აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული რეისებიდან კომპანიას ეკონომიკური სარგებელი აღარ აქვს.

British Airways-მა თავის მგზავრებზე იზრუნა და ისინი ვისაც 3 ოქტომბრის შემდეგ პერიოდისათვის ქონდათ ავიაბილეთები ნაყიდი ამ დაჯავშნილი სხვა ავიაკომპანიებზე გადამისამართდებიან.