ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Wizz Air, რომელიც ადამიანებს 25 აეროპორტიდან  650-ზე მეტ მარშრუტს სთავაზობს და ერთმანეთს 44 ქვეყანაში არსებულ 146 დანიშნულების ადგილს აკავშირებს, 21 მაისს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამის აღსანიშნავად მგზავრებს განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს:

– 15%-იანი ქეშბექი ბილეთის საერთო ღირებულებიდან (მათ შორის დამატებითი სერვისები). ქეშბექი გამოჩნდება WIZZ ანგარიშზე 24 საათის განმავლობაში დაჯავშნის შემდეგ (არა მაშინვე).

– ვრცელდება ყველა ქვეყნის ყველა მიმართუ.ებაზე.

– მოგზაურობის პერიოდი ლიმიტირებული არ არის.

– აქციის პერიოდი – 2019 წლის 19 და 20 მაისი 00.00 დან 23.59 სთ-მდე.

– აქცია არ ვრცელდება Flex ან Plus ანგარიშით ბილეთების შეძენას და ჯგუფური ჯავშნების დროს.

* 15% ვრცელდება სრულ ფასზე (დაჯავშნის ჯამური ღირებულება, მათ შორის ბილეთის ფასი და დამატებითი მომსახურება, რომელიც შეძენილია დაჯავშნის დროს). 15% ქეშბექი მოქმედებს ყველა ფრენაზე და ყველა მიმართულებით. აქციის პერიოდია 2019 წლის 19 და 20 მაისი 00.00 დან 23.59 სთ-მდე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ინდივიდუალურ შესყიდვებზე და არ მოქმედებს ჯგუფურ ჯავშნებზე. ეს შეთავაზება არ შეიძლება კომბინირებული იყოს ნებისმიერ სხვა აქციასთან, რომელიც გავლენას ახდენს ფრენის ტარიფებზე. იმ შემთხვევაში, თუ აქციის პირობებს სრულიად აკმაყოფილებთ, 15% -იანი ქეშბექი WIZZ კრედიტით დაგიბრუნდებათ  WIZZ-ის ანგარიშზე 2019 წლის 31 მაისამდე და ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით Wizz Air-ის ნებისმიერი ბილეთის შეძენაზე. ქეშბექი დაბრუნდება მხოლოდ თქვენს ანგარიშზე, მისი სხვისთვის გადაცემა შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია ქეშბექის ფულადი სახით დაბრუნება. დაბრუნება ხდება მხოლოდ დასრულებული ფრენებისათვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დასაბრუნებელი თანხის რაოდენობა არ არის მითითებული www.wizzair.com-ზე დაჯავშნის დროს. ჯავშნებზე Wizz Plus-ით და Wizz Flex-ით აქცია არ გავრცელდება.