რიგის აეროპორტი 2023 წლის 9 თვეში მგზავრთნაკადის ზრდას აჩვენებს. მედიის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მგზავრთნაკადი 28%-ით გაიზარდა.
2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ლატვიის დედაქალაქის საჰაერო ტერმინალმა 5,045 მილიონი მგზავრი მიიღო, რაც 28%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიმდინარე წლის სექტემბერში მგზავრების რაოდენობამ 612 ათასს მიაღწია, რაც 14%-ით მეტია 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე. საერთო მგზავრთნაკადში ტრანზიტული მგზავრთნაკადის წილი 22%-ს შეადგენდა, 2022 წელს კი 17% იყო.
გასული თვის განმავლობაში ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ის მომსახურებით ისარგებლა 364 ათასმა მგზავრმა, ხოლო ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ის სერვისებით რიგის აეროპორტში 132 ათასმა მგზავრმა ისარგებლა.
სექტემბერში აეროპორტში 5,7 ათასი რეისი შესრულდა. აეროპორტის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ მგზავრების რაოდენობა 2023 წლისთვის დაახლოებით 6,65 მილიონი იქნება. 2022 წელს აეროპორტის მომსახურებით 5,381 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2,3-ჯერ მეტია წინა წლის მონაცემებთან შედარებით.