უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე (2023 წლის აპრილიდან სექტემბრამდე) ფრენების რაოდენობა 36%-ით – 6,772 ათასამდე  გაზარდა და გასულ წელთან შედარებით 35%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანა (995,422 ათასი). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას SkyUp Airlines-ის აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი სეროუხოვი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ასაჯაროებს.

„ფინანსური მაჩვენებლები შარშანდელზე უკეთესია. ეს გასაგებიცაა. შარშანდელ და წლევანდელ ზაფხულს თუ შევადარებთ, შემდეგი შედეგები გვაქვს: 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში 4948 რეისი განხორციელდა. გადაყვანილია 736 928 მგზავრი, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 6 772 რეისი და 995 422 ათასი მგზავრი, შესაბამისად, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე საოპერაციო აქტივობის 36%-ით ზრდას ვამჩნევთ“, – განაცხადა მან.

სეროხოვის თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ოდენობაც. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, SkyUp Airlines-მა ​ბიუჯეტში 15 მილიონი UAH გადაიხადა.

“ვიმედოვნებთ, რომ დარჩენილი ექვსი თვე ასევე სასიამოვნო იქნება ჩვენთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელი საუკეთესო წელი იქნება ჩვენთვის”, – განაცხადა SkyUp Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მთელი 2022 წლის განმავლობაში SkyUp Airlines-მა 2,3-ჯერ ნაკლები მგზავრი გადაიყვანა, ვიდრე 2021 წელს – 1,08 მილიონი. ეს კი გამოწვეული იყო რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიით და 24 თებერვლიდან უკრაინის ცის დახურვის გამო.

ომის დაწყების შემდეგ კომპანიამ ACMI კონტრაქტით იმუშავა ათ ავიაკომპანიასთან, მათ შორის Wizz Air, SmartWings, Freebird Airlines, Tailwind Airlines, Corendon Airlines და ჯამში 2022 წელს მსოფლიოს 204 აეროპორტში 627 მარშრუტზე 7713 რეისი შეასრულა.