თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში  თბილისსა და თელ ავივს შორის 10 რეისი შესრულდება.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაგაცნობთ თბილისი-თელავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისების განრიგს, რომლებიც შესრულდება უახლოესი 24 საათის განმავლობაში:

10 ოქტომბერი
18:40 – თბილისი-თელ ავივი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 699;
00:50 – თელ ავივი-თბილისი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 700;
22:30 – თელ ავივი-თბილისი; ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5107;
23:40 – თბილისი-თელ ავივი; ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5108;
23:35 – თელ ავივი-თბილისი; ავიაკომპანია Arkia Israeli Airlines, რეისის ნომერი IZ 417; (სავარაუდოდ, რეისი შესრულდება 4-საათიანი დაგვიანებით)
00:35 – თბილისი-თელ ავივი; ავიაკომპანია Arkia Israeli Airlines, რეისის ნომერი IZ 418;
00:35 – თელ ავივი-თბილისი; ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5109;
01:40 – თბილისი-თელ ავივი; ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5120;

11 ოქტომბერი
09:00 – თბილისი-თელ ავივი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 2695; (დამატებითი რეისი)
15:10 – თელ ავივი-თბილისი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 2696“, – განუცხადეს AviaNews-ს TAV Georgia-ში.