საუდის არაბეთის ფლაგმანურმა გადამზიდავმა Saudia-მ საკუთარი თვითმფრინავების ახალი დიზაინი წარმოადგინა. ავიაკომპანია მიზნად ისახავს 2030 წლისთვის სამეფოში 330 მილიონი ვიზიტორის მოზიდვას.

ცვლილებების კომენტირებისას, Saudia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იბრაჰიმ ალ ომარმა განაცხადა: „ჩვენ ვართ ახალ ეპოქაში და ძალიან საინტერესო დროში Saudia-თვის. ჩვენი ავიაკომპანია 1945 წელს გამოშვებული  Douglas DC-3-დან გადაიქცა თანამედროვე ფლოტად, რომელიც 140 თვითმფრინავს აერთიანებს და ემსახურება 100-ზე მეტ მიმართულებას, რათა გახდეს რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია. Saudia-ს სახელი და ლოგო სამეფოს საავიაციო ისტორიისა და განვითარების განუყოფელი ნაწილია“.

კუდის ნაწილისთვის, რომელიც იყო მუქი ლურჯი და სახელწოდება SAUDIA, დიზაინერებმა აირჩიეს მწვანე (ქვეყნის დროშის ფერის გამეორება). მწვანე და ლურჯი ხაზები ასევე აყალიბებს თვითმფრინავის ფიუზელაჟს. განახლებულ ლოგოზე გამოსახულია დიდი პალმის ხე სამკუთხა ფონზე, რომელიც თვითმფრინავის ფორმის მსგავსია.

მწვანე ფერი წარმოადგენს ეროვნულ სიამაყეს, ლურჯი Saudi Group-ის ამბიციების სიმბოლოა, რომელიც მოგვაგონებს როგორც ზღვებს, ასევე ცას, ხოლო ქვიშის ფერი ეხება უდაბნოს დიუნებს, რომლებიც წარმოადგენს საუდის არაბეთის მდიდარ მემკვიდრეობას.

რებრენდინგი მოიცავს ახალ უნიფორმებს ბორტგამცილებლებისთვის და სახმელეთო პერსონალისთვის, ასევე ხელოვნური ინტელექტის მქონე ვირტუალური ასისტენტის გაშვებას.