საქართველოსა და უკრაინას შორის ავიაბილეთები 2 დოლარით გაძვირდება და ეს COVID-19-ის შედეგების ფონზე არ ხდება. უკრაინის მთავრობამ შეიმუშავა, რადამ უკვე დაამტკიცა და ამიერიდან უკრაინის აეროპორტებში გატარებისთვის მგზავრს დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევს. ცხადია გადასახადს მგზავრი ცალკე არ გადაიხდის და ის ბილეთში იქნება ასახული. დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევს როგორც საერთაშორისო ისე შიდა ავიარეისებით მოსარგებლზე მგზავრს.
საავიაციო გადასახადის გადახდა შიდა რეისებზე მგზავრს 0.5 დოლარის ფარგლებში მოუწევს, ხოლო საერთაშორისო რეისებზე გადასახადის მოცულობა 2 დოლარითაა განსაზღვრული.
დამატებითი გადასახადი წესდება ავიატვირთებზეც. შიდა რეისებზე 1 ტონა ტვირთის გადაზიდვისთვის დამატებით 2,5 დოლარის მოცულობის გადასახადი დაწესდა, ხოლო საერთაშორისო ტვირთებზე კი 10 დოლარი.
ცნობილი ხდება, რომ დამატებითი გადასახადის გადახდა არ ვრცელდება მაღალი თანამდებობის პირების და სახელმწიფო ოფიციალური დელეგაციების ტრანსპორტირებაზე, ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებაზე, ასევე იმ ფრენებზე რომლითაც სამაშველო სამუშაოები ხორციელდება.
COVID-19-ის ეპიდემიამდე საქართველო-უკრაინას შორის რეგულარულ ფრენებზე 4 ავიაკომპანია ოპერირებდა: ერთი ქართული (Georgian Airways) და 3 უკრაინული (SkyUp Airlines, FlyUIA, YanAir Airlines).
ნათია თურნავამ და ვლადისლავ კრიკლიმ საქართველო-უკრაინას შორის ფრენების განახლების საკითხზე იმსჯელეს