ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა გამართა უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრთან ვლადისლავ კრიკლისთან, რომლის დროსაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე.
„პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და უკრაინას შორის პანდემიამდე ძალიან აქტიური იყო. სამი უკრაინული ავიაკომპანია ასრულებდა რეგულარულ რეისებს ორი ქვეყნის ქალაქებში. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმისა და პროტოკოლის დაცვით, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ უსაფრთხო, „მწვანე კორიდორის” შექმნა ჩვენს ქვეყნებს შორის. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ავიაკომპანიებიც გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ფრენები აღადგინონ,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკის სხვა სფეროებშიც. ნათია თურნავამ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია პოსტკრიზისული პერიოდში საქართველოს მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიმართულია ქვეყანაში გლობალური კომპანიების მოსაზიდად.
მთავარი რეგულაციები ნათია თურნავამ და ვლადისლავ კრიკლიმ საქართველო-უკრაინას შორის ფრენების განახლების საკითხზე იმსჯელეს