საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ზოგიერთი ქვეყნის მიერ  ტურისტებისათვის დაწესებული 14 დღიანი კარანტინის წინააღმდეგ გამოდის.

IATA-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს მგზავრთნაკადი 2019 წელთან შედარებით მინიმუმ 24%-ით შემცირდება. პესიმისტური სცენარის მიხედვით კი 34%-ით.

ადრე გამოკითხული მოგზაურების 86%-მა კარანტინის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. რესპოდენტების 69%-მა კი ასეთ პირობებში მოგზაურობაზე კი უარი განაცხადა. ამ ფონზე კი IATA სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ 14 დღიანი კარანტინის ალტერნატივაზე იფიქრონ.

ასეთ მეთოდად კი IATA მაღალი ტემპერატურისა და  COVID-19-ის სიმპტომების მქონე ადამიანების ბორტზე არ დაშვებისკენ მოუწოდებს.

იმავდროულად იმ ადამიანებზე კონტროლი, რომლებსაც COVID-19 უსიმპტომოდ გადააქვთ’ მათმა სახელმწიფოებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე.

“ამ გზით კი ერთის მხრივ 14 დღიანი კარანტინისგან თავის დაღწევაა შესაძლებელი ხოლო მეორეს მხრივ ინფექციის გადატანის შეჩერება, რისიც ქვეყნებს ასე ეშინიათ”, – განმარტავენ IATA-ში.