ბევრისთვის ძილი ერთადერთი საშუალებაა აეროფობიასთან გასამკლავებლად. თუმცა ვიდრე დაიძინებთ, კარგად დაფიქრდით ღირს კი ეს ძილი თქვენი ყურების ჯანმრთელობის ფასად?
როდესაც თვითმფრინავი ატმოსფეროში ადის, ან კიდევ პირიქით მიწაზე ეშვება, ჰაერის წნევის მკვეთრი ცვალებადობა ხდება. სწორედ ამ დროს ადამიანს ყურები უგუბდება.
იმისათვის, რომ არასასიამოვნო შეგრძნებას თავი დავაღწიოთ, ძილი აუცილებელი არაა.
ასეთ დროს ატმოსფერული წნევა და ყურის დაფაზე ზეწოლა კრიტიკულია. შეშუპება ყურებში პროვოცირებას უკეთებს არამხოლოდ თავის ტკივილს, არამედ ყურის ინფექციებსაც, ცხვირიდან სისხლდენასაც, და ასევე სმენის სრულად დაკარგვასაც კი.
ყურის დაფაზე ზეწოლის შემცირება მძინარე ადამიანს არ შეუძლია. ძილის დროს ადამიანს არ შეუძლია კუნთების გააქტიურება, რომლებიც ხსნის ყურის ღრუს მილს და შუა ყურს ჰაერით ამარაგებს.
და მაინც თუ კი თვითმფრინავში ძილს დააპირებთ, ის მაინც გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავის აფრენა/დაფრენისას არ დაიძინოთ.