ბოლო პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ის რამდენიმე რეისი გადაიდო, რამაც მგზავრების უკმაყოფილება გამოიწვია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე ამბობს, რომ კომპანიის მხრიდან პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პერსონალის დეფიციტის ფონზე პრობლემები არა მხოლოდ ავიაკომპანია Wizz Air-ის ოპერირებაში იქმნება, პრობლემა პანდემიის შემდეგ არის მასშტაბური.

“საარეპორტო კუთხით ჩვენი თანამშრომლები ძალიან სწრაფად აგვარებენ იმ პრობლემებს, რომელიც იქმნება. თუმცა აღვნიშნავ, რომ ეს პრობლემები არ მოდის ავიაკომპანიისგან. თავად ავიაკომპანიას აქვს ისეთი პრობლემები, რომელიც არის მსოფლიოს მასშტაბით – ეს არის ადამიანური ფაქტორი, თანამშრომლების ნაკლებობა. რაც პანდემიიდან გამოწვეული პრობლემაა და მის გამოსწორებაზე ავიაკომპანიაში ინტენსიურად მუშაობენ. ჩვენც გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი. გარკვეულ ადგილებში საელჩოებსაც აქვთ კომპანიასთან კომუნიკაცია. ანუ ძალიან მასშტაბური მუშაობა მიმდინარეობს და კომპანიაც მაქსიმალურს ცდილობს. Wizz Air-ი დღეში 100 ათას მგზავრს ემსახურება და კომპანიაში ყველაფერს აკეთებენ მოაგვარონ ყველა ის პრობლემა, რომელიც იჩენს თავს ოპერირების პერიოდში.

პოსტპანდემიურ პერიოდში როდესაც რეისების ნაკლებობაა და ეს არ არის ის ყოველდღიური რეჟიმი რასაც მიჩვეულები ვართ, რეისის თითოეული გადაგება იწევს იმაზე მეტ შეფერხებას და დისკომფორტს ვიდრე ეს ადრე იყო, როდესაც შეიძლებოდა რამდენიმე საათში სხვა რეისით გესარგებლა.  მიმდინარეობს მუშაობა არსებული ვითარების გამოსწორებაზე”, – აცხადებს თამარ არჩუაძე.