სომხური ავიაკომპანია Armenia Airways-ი ერევანი-ბათუმი-ერევნის საჰაერო ხაზზე ჩარტერული რეისების განხორციელებას იწყებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ავიაქსელი” ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, Armenia Airways-ი ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირებას 21 ივნისიდან შეუდგება.
“მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ 21 ივნისიდან Armenia Airways-ი განახორციელებს ჩარტერულ რეისებს ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით. ფრენები კვირაში ორჯერ” სამშაბათს და პარასკევს შესრულდება. ყველა ბილეთი არის ბარგით 8 კგ ხელბარგს + 23 კგ ჩასაბარებელი ბარგი. ბილეთის ფასი 305 ლარიდან”, აცხადებენ “ავიაქსელში”.