2023 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 60 ერთეული საჰაერო ხომალდი (11.1 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით), რომელთა 80%-ს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 20%-ს – სატვირთო.

საქსტატის მონაცემებით, სამგზავრო საჰაერო ხომალდების 79.2 პროცენტს 50-ზე ნაკლებ ადგილიანი ჰქონდა, 6.2 პროცენტს – 51-150 ადგილი, ხოლო 14.6 პროცენტი – 151-დან 250 ადგილიანი იყო.

2023 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს გააჩნდათ 6 ასაფრენი ბილიკი, 56 გამშვები პუნქტი, 25 სამგზავრო გასასვლელი და 1.4 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის.