ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესმა ავიაგადამზიდავმა, ფრანგულ-ნიდერლანდურმა Air France-KLM-მა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებამ, შესაძლოა კომპანიის 2020 წლის საოპერაციო მოგებაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

ავიაკომპანიის პროგნოზით, 2020 წლის თებერვალ-აპრილში Air France-KLM-მა, ჩინეთის მიმართულებით ფრენების შეჩერების გამო, შესაძლოა დაგეგმილზე 150-200 მლნ ევროთი ნაკლები საოპერაციო მოგება მიიღოს. 

კომპანიიის ინფორმაციით, 2019 წელს Air France-KLM-ის წმინდა მოგებამ 290 მლნ ევრო, ხოლო 2018 წელს 420 მლნ ევრო შეადგინა. 

2019 წელს Air France-KLM-ის საოპერაციო მოგება 19%-ით შემცირდა და საწვავის მაღალი ხარჯისა და ტვირთების გადაზიდვის სეგმენტში მოგების ვარდნის გამო, 1,14 მლრდ ევრო შეადგინა.

გასულ წელს ავიაკომპანიის შემოსავალი 27,19 მლრდ ევროს დონეზე დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2018 წლის მაჩვენებლებით 26,22 მლრდ ევრო იყო. იმავდროულად, კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 6,6 მლრდ ევრომდე, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 6,5 მლრდ ევრო იყო.

2019 წელს Air France-KLM სულ 104,205 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 2.7%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. 2019 წელს ავიაკომპანიას საწვავის ხარჯი 550 მლნ ევროთი, 5,511 მლრდ ევრომდე გაეზარდა.