2020 წელს ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტი 0.5 მლნ-ით ნაკლებ მგზავრს მიიღებს, ვიდრე 2010 წელს. აღნიშნულის შესახებ განცხადება აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა პაველ რიაბიკინმა გააკეთა. 

“ამ წელს ავიაკომპანიების მიერ ფრენების შემცირების გამო 500 000 მგზავრით ნაკლებს ველოდებით. 2020 წელს სავარაუდოდ 14,7-14,8 მლნ მგზავრს მოვემსახურებით”, აცხადებს აეროპორტის გენერალური დირექტორი.