შემოდგომაზე, იტალიის ქალაქ ბოლონიის აეროპორტი მუშაობას დროებით აჩერებს. დროებით წყვეტს მუშაობას ასევე, ვერონას აეროპორტიც.

უკვე ცნობლია, რო სექტემბერში დაიხურება ბოლონიის აეროპორტი, ხოლო ოქტომბერში ვერონას აეროპორტი. 

ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, დაგეგმილი სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების გამო, ბოლონიის გუგლიმო მარკონის აეროპორტი საჰაერო მოძრაობისთვის 2020 წლის 16 სექტემბრიდან დაიხურება. აეროპორტი მუშაობას რამდენიმე დღეში, 2020 წლის 21 სექტემბერს, 06:00 საათზე განაახლებს. ამ ხნის განმავლობაში კი აეროპორტის ადმინისტრაცია ასაფრენ/დასაფრები ბილიკის რეკონსტრუქციას აპირებს, მათ შორის იგეგმება ჰორიზონტალური აღნიშვნისა და გრუნტის შუქების რეაბილიტაციაც. შესაბამისად 5 დღის განმავლობაში, აეროპორტი თვითმფრინავებს ვერ მოემსახურება.

აეროპორტის ადმინისტრაცია ავიაკომპანიებს და მგზავრებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე მოაწოდა.

საქართველოსა და იტალიის ქალაქ ბოლონიას შორის ფრენებს რამდენიმე ავიაკომპანია ასრულებს.

საანგარიშო პერიოდში ავიაკომპანია Wizz Air-ს, განრიგის მიხედვით, ავიარეისები 18 და 21 სექტემბერს უწევს. ავიაკომპანიის საიტზე ამ დღეებზე ავიაბილეთები ხელმისაწვდომია და იყიდება.

სამაგიეროდ, იმ თარიღზე, როდესაც ბოლონიის აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს, ავიაბილეთს არ ყიდის Ryanair-ი. ავიაკომპანიას, განრიგის მიხედვით ფრენა 19 სექტემბერს უწევს, თუმცა ამ თარიღზე ბილეთების რეალიზაცია არ ხდება.

რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელიც გასულ სეზონზე, თბილისიდან ბოლონიის მიმართულებით ასრულებდა რეისებს, მის ვებ-გვერდზე მიმართულებების ჩამონათვალი ბოლონია ისევ არის, თუმცა ავიაბილეთების რეალიზაცია ამ მიმართულებაზე ამ დროისათვის არ ხდება.