წარმოიდგინეთ, რომ აეროპორტში მოგზაურობის მოლოდინში იმყოფებით, რეისების განრიგის ტაბლოსთან მიდიხართ და ხედავთ წარწერას cancelled ან delayed. წინ კი ფრენის კიდევ რამდენიმე სეგმენტი გაქვთ. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ სიტუაციაში? Compensair -ის ავიამგზავრების უფლებების დაცვის სამსახურთან ერთად, ჩვენ გავარკვიეთ ეს საკითხი და მზად ვართ ყველა ნიუანსი გიამბოთ!
რეისის გაუქმება
როდესაც მოგზაურობისას ყველაფერი შეუფერხებლად მიდის, ეს კარგი მოგზაურობაა, თუ ფორს-მაჟორი ხდება – ეს უკვე თავგადასავალია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თავგადასავალი, რომელიც შეიძლება შეგემთხვათ, არის ფრენის გაუქმება ან დაგვიანება.
რესურსი Flystats-ის თანახმად, მხოლოდ გასულ თვეში მსოფლიოში დაახლოებით 65 ათასი რეისი (63,183) გაუქმდა – ეს არის რეისების საერთო რაოდენობის 1.5-2%. რეისის დაგვიანებასთან დაკავშირებით საქმე კიდევ უფრო ცუდაა. წარმოიდგინეთ, გასულ თვეში ნახევარ მილიონზე მეტმა რეისმა დაიგვიანა. ნახევარ მილიონზე! უფრო მეტიც, მსხვილი ავიაკომპანიაების რეისები უფრო ხშირად იგვიანებს, ვიდრე „ლოუკოსტ“ კომპანიების.
რა კომპენსაციის იმედი შეიძლება გვქონდეს?
თუ ფრენა გაუქმდა ან გადაიდო ფრენამდე ორი კვირით ადრე, დეტალური ინფორმაციის შემცველ წერილს მიიღებთ. თქვენ შემოგთავაზებენ:
- ბილეთის სრული ღირებულების დაბრუნებას შვიდი დღის განმავლობაში;
- სხვა რეისის უფასოდ არჩევას.
თუ ფრენის გაუქმების შესახებ ფრენამდე 14 დღეზე ნაკლებ პერიოდში შეგატყობინებენ, შეგიძლიათ კომპენსაციის იმედი გქონდეთ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ათასობით ევრო, მაგრამ სასიამოვნოა!
თქვენ მიიღებთ:
- 250 ევროს იმ რეისებზე, რომელთა ფრენის მანძილი 1,500 კმ-მდეა. მაგალითად, თბილისიდან ბაქომდე, ერევნამდე, ტრაპიზონამდე;
- 400 ევროს – 1,5-დან 3,5 ათას კმ-მდე. მაგალითად, თბილისიდან კიევამდე, ათენამდე, სოფიამდე, რიგამდე;
- 600 ევროს – 3,5 ათასი კმ-დან. მაგალითად, პეკინი, ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი.
რა ფაქტორებზეა დამოკიდებული გადასახდელი თანხის ოდენობა?
„ფრენის გაუქმებისას კომპენსაციის თანხა სამი ფაქტორის გათვალისწინებით გამოითვლება:
- როდის გაგაფრთხილეს ფრენის გაუქმების შესახებ (7-14 დღე/14 დღემდე);
- რომელი ალტერნატიული მარშრუტი შემოგთავაზეს (თუ რამდენად დააგვიანეთ დანიშნულების ადგილზე ჩასვლა);
- ფრენის მანძილი (გამგზავრების პუნქტიდან საბოლოო ჩაფრენის პუნქტამდე, თუ გადაჯდომით მიფრინავთ);
ფრენის გაუქმების შემთხვევაში, ავიაკომპანიამ ალტერნატიული მარშრუტი უნდა შემოგთავაზოთ. თუ დანიშნულების ადგილამდე გაუქმებული რეისის დაგეგმილი ჩაფრენის დროიდან 2-4 საათის განმავლობაში ჩაფრინდებით, მაშინ კომპენსაციის ოდენობა შესაძლოა 50%-ით შემცირდეს.
თუ ისეთ რეისს შემოგთავაზებენ, რომელიც დანიშნულების ადგილზე ორ საათზე ნაკლები დაგვიანებით ჩაგიყვანთ, მაშინ ეს საერთოდ ათავისუფლებს ავიახაზებს კომპენსაციის გადახდისგან.
პრაქტიკაში, უმეტეს შემთხვევაში, ფრენის გაუქმების შესახებ თქვენ აეროპორტში გაიგებთ და ავიაკომპანიებს იშვიათად აქვთ ხოლმე შესაძლელობა შემოგთავაზონ რეისი მცირე დაგვიანებით. სავარაუდოდ, მომდევნო დღის რეისს შემოგთავაზებენ.
ამიტომ, შემთხვევების 99%, შეგიძლიათ სრული კომპენსაციის გადახდის იმედი იქონიოთ (250/400/600 ევრო), რომლებიც ზემოთ მოცემულ ცხრილშია ჩამოთვლილი. გარდა ამისა, თუ ალტერნატიული რეისი მეორე დღეს ხორციელდება, თქვენ სასტუმროში განთავსება და ორივე მიმართულებით ტრანსფერიც უნდა გადაგიხადონ“. – ირწმუნებიან ავიამგზავრების უფლებების დაცვის სამსახურის Compensair -ის ექსპერტები.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფრენა გაუქმდა და თქვენ უკვე აეროპორტში იმყოფებით?
პირველ რიგში საინფორმაციო დახლს, ავიაკომპანიის თანამშრომელს ან ტუროპერატორს მიმართეთ. ისინი გაცნობებენ თუ რატომ გადაიდო ან გაუქმდა ფრენა და სამოქმედო გეგმას შემოგთავაზებენ. თუ არავინ დაგეხმარათ, ავიაკომპანიის ქოლ-ცენტრში ან ონლაინ ტურისტულ სააგენტოში (პროვაიდერთან, რომელთანაც ბილეთი შეიძინეთ) დარეკეთ. და არა Aviabiletebi.org – ში! ჩვენ მხოლოდ ბილეთების ძიებას ვახორციელებთ, დარეკვით კი მათ უნდა დაურეკოთ, ვინც ბილეთი მოგყიდათ.
„მგზავრმა რეგისტრაციის დახლთან მყოფ ავიაკომპანიის წარმომადგენელს უნდა მიმართოს. თუ მგზავრს შემდგომი გადაჯდომით რეისები აქვს და მათ შორის კავშირი დარღვეულია, მაშინ მან სალაროს უნდა მიმართოს ან ავიაკომპანიის ქოლ-ცენტრში დარეკოს იმისათვის, რომ ბილეთი საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე გადაფორმდეს“.
თქვენ ორ ვარიანტს შემოგთავაზებენ:
- ალტერნატიული რეისი – გადაჯდომით, ფრენის სხვა დროს ან დღეს. თუ ალტერნატიული რეისი თქვენი რეისიდან რამდენიმე საათში ხორციელდება, მაშინ თქვენ უკვე იმ რეისის მგზავრად ითვლებით, რომელიც გადაიდო, რაც ნიშნავს, რომ ავიაკომპანია შემოგთავაზებთ სასმელს, საკვებს და თავშესაფარს ლოდინის დროს.
ლაიფჰაკს გთავაზობთ! თუ არ გაქვთ დრო და არ გსურთ ლოდინი, მაშინ დაუყოვნებლივ მოიძიეთ ბილეთები მომდევნო რეისზე, სანამ სხვამ არ დაგასწროთ. ახალი ბილეთების ღირებულებაავიაკომპანიამ უნდა აგინაზღაუროთ. მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ – თუ „ლოუკოტს“ კომპანიის რეისით მიფრინავდით, ბიზნეს-კლასს არავინ აგინაზღაურებთ.
- ბილეთის ღირებულების დაბრუნება
მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ – ბილეთის ღირებულებას დაგიბრუნებენ, თუმცა რამდენიმე პუნქტის გათვალისწინებით. მოდით რეალური მაგალითი განვიხილოთ: თქვენ მიფრინავთ მარშრუტით თბილისი-ამსტერდამი-ნიუ-იორკი.
თუ ყველა სეგმენტი ერთ ბილეთითაა შეძენილი, მაშინ კომპენსაციას მთელი მარშრუტისთვის მიიღებთ. თუ ორი ცალ-ცალკე ბილეთი შეიძინეთ – თბილისი-ამსტერდამი და ამსტერდამი-ნიუ-იორკი, მაშინ მხოლოდ იმ რეისის თანხას აგინაზღაურებენ, რომელიც გაუქმდა, მაგალითად თბილისი-ამსტერდამი. მაგრამ ამსტერდამი-ნიუ-იორკის ბილეთის დაბრუნება ტარიფის წესების მიხედვით მოგიწევთ. თუ თქვენ ეკონომ-კლასის ტარიფი გქონდათ, კომპენსაციის დიდი იმედი ნუ გექნებათ, თუმცა უმჯობესია ავიაკომპანიასთან გადაამოწმოთ.
იგივე ეხება უკან გზის ბილეთებს, თუ თქვენ ერთი ბილეთი შეიძინეთ round trip-ის ტარიფით (ორი გზა), მაშინ ყველა ბილეთის საფასური დაგიბრუნდებათ. მაგრამ, თუ ეს ცალ-ცალკე (one way) ბილეთებია, მაშინ მხოლოდ რეალურად გაუქმებული ფრენის თანხა დაგიბრუნდებათ.
იგივე ვითარებაა ტრანზიტულ რეისებთან. თუ თქვენ ავიაკომპანიის მიზეზით აგვიანებთ მეორე რეისზე პირველის გაუქმების გამო, მაშინ გადამიზდავმა კომპანიამ ჯავშნის მთელი ჯაჭვის ბილეთების ღირებულება უნდა აგინაზღაუროთ ან დანიშნულების ადგილზე მოსახვედრად ალტერნატივა უნდა შემოგთავაზოთ. მაგრამ „ლოუკოსტ“ ავიაკომპანიების შემთხვევაში, ფრენის მომდევნო სეგმენტზე დაგვიანება, სამწუხაროდ, მხოლოდ თქვენი პრობლემაა. ეს კომპანიები არ იძლევიან მათ სხვა რეისებზე გადაჯდომის გარანტიას, ყოველი სეგმენტი – ცალკეული რეისია, ამიტომ თქვენს გადაჯდომით ფრენასთან ავიაგადამზიდავს არ აქვს კავშირი.
შესაძლებელია თუ არა კომპენსაციის მიღება ლოუკოსტ კომპანიის რეისის გაუქმების ან გადატანის შემთხვევაში?
„აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ არის ბილეთის ღირებულებასა და კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას შორის. ამიტომ, თუ ლოუკოსტ კომპანიით მიფრინავთ, შეგიძლიათ იგივე რაოდენობის კომპენსაციის მიღების იმედი გქონდეთ, თუნდაც თქვენი ბილეთი 20 ევროდ გქნოდეთ შეძენილი“, – ამ საკითხზე კომენტარს აკეთებენ Compensair-ის იურიდიული სამსახურის ექსპერტები.
კიდევ რა უნდა გააკეთოთ? დამატებითი მტკიცებულებები შეაგროვოთ.
ყავა მიირთვით კრუასანთან ერთად? კბილის ჯაგრისი შეიძინეთ? ჩეკები არ გადაყაროთ! ისინი დამატებითი ხარჯების კომპენსაციის მიღებისთვის დაგჭირდებათ. აგრეთვე გამოგადგებათ ჩასასხდომი ბარათები, ბარგის იარლიყი, რეისის დაგვიანების, გაუქმების ცნობები (შეგიძლიათ რეგისტრაციის დახლთან მოითხოვოთ). ვიდეო ან ფოტო გადაუღეთ ფრენების ტაბლოს. კადრში საჭირო რეისის სტატუსი და დრო უნდა გამოჩნდეს.
ჩარტერული ფრენის გაუქმების შემთხვევაში, სასტუმროში მისვლისთანავე მოითხოვეთ ცნობა განთავსების თარიღის შესახებ – ეს არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ ტურ-ოპერატორის ან ავიაკომპანიის გამო თქვენ ნანატრი და გადახდილი შვებულების დღეების გარკვეული რაოდენობა დაკარგეთ.
ამ ჩეკებითა და ცნობებით ავიაგადამზიდავ კომპანიას, იმ შუამავალ კომპანიას მიმართეთ, რომელიც კომპენსაციის საკითხებითაა დაკავებული, მაგალითად, Compensair-ის ავიამგზავრთა უფლების დაცვის სამსახურს, ან უკიდურეს შემთხვევაში, სასამართლოს. ზოგიერთი მგზავრი მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს, რომელთა ოდენობა 1000 ლარს იშვიათად აღემატება.
არსებობს თუ არა განსხვავება ჩარტერული და რეგულარული რეისების კომპენსაციას შორის?
„ჩარტერული ფრენა (გაუქმების თვალსაზრისით) არ განსხვავდება რეგულარულისგან – თქვენ იგივე კომპენსაცია გეკუთვნით. მაგრამ ჩარტერულ ფრენებს რამდენიმე პრობლემა აქვთ:
- ჩარტერულ კომპანიებს არ აქვთ პრეტენზიების განხილვის სრულფასოვანი სამსახური.
- აქ თქვენ ვერ იპოვით ონლაინ ფორმებს. სავარაუდოდ, თქვენ სასამართლოში მიმართვის აუცილებლობის წინაშე დადგებით“, – აცხადებენ Compensair-ის ექსპერტები.
რეისის დაგვიანება
რეისის გაუქმება უკვე განვიხილეთ. ახლა კი განვიხილოთ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ თუ რეისი იგვიანებს. თუ ფრენა 24 ან მეტი საათით გადაიდო, ავიაკომპანიამ უნდა მოგაწოდოთ ტრანსფერი, სასტუმრო და კვება. თუ ფრენა 5 ან მეტი საათით იგვიანებს, შემდეგი ვარიანტები არსებობს:
- ბილეთის ღირებულების თანხა მიიღოთ;
- სხვა რეისი აარჩიეთ, ხოლო თუ კლასი უფრო დაბალია, მაშინ 7 დღის ვადაში ფასში სხვაობას მიიღებთ;
- თუ ფრენის კლასი შემცირდა, მაშინ შვიდი დღის განმავლობაში მგზავრს უნდა აუნაზღაურდეს: 30%-მდე 1,5 ათას კილომეტრამდე მანძილის სიშორის რეისებზე, 50% – 1,5 ათასი კმ-დან 3,5 ათას კილომეტრამდე და 75% – უფრო მეტი მანძილის სიშორის რეისებზე.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფრენა 2 საათზე მეტი დროით იგვიანებს – ავიაკომპანიისგან „ბონუსების“ მიღების იმედი შეგიძლიათ გქონდეთ – უფასო საკვები და სასმელი.
თუ 1,5 კმ მანძილის სიშორის რეისი 2 საათზე მეტი დროით იგვიანებს, 1,5-დან 3,5 ათას კმ-მდე – სამ საათზე მეტი დროით, ხოლო უფრო მეტი მანძილის სიშორის რეისები – ოთხი საათით, ავიაგადამზიდავმა მგზავრები საჭირო რაოდენობის საკვებითა და გამაგრილებელი სასმელით უნდა უზრუნველყოს.
გეკუთვნით თუ არა ფულადი კომპენსაცია რეისის დაგვიანებისთვის?
„რეისის დავიანებისას, პირველ რიგში, საჭიროა განსაზღვროთ გეკუთვნით თუ არა კომპენსაცია. უმეტეს შემთხვევაში, თქვენი რეისის კომპენსაცია ევროკავშირის რეგლამენტით 261/2004 და „საქართველოს საჰაერო კოდექსით“ განისაზღვრება. პირველ შემთხვევაში (EC261), თქვენ კომპენსაცია გეკუთვნით დაგვიანებისთვის, მეორე შემთხვევაში კი, არა. განვსაზღროთ თუ როდის მოქმედებს EC261 საქართველოს მოქალაქეებისთვის.
- თქვენ საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნამდე ევროკავშირში რეგისტრირებული ავიახაზებით მიფრინავთ, მაგალითად, LOT, Wizz Air, Air France, Lufthansa და ა.შ.
- თქვენ ევროკავშირიდან საქართველოში მოფრინავთ ნებისმიერი ავიახაზით
- თქვენ ევროკავშირის ფარგლებში მიფრინავთ ნებისმიერი ავიახაზით.
სხვა დანარჩენ შემთხვევაში, სამწუხაროდ საქართველოს იურისდიქცია მოქმედებს, რომელშიც დაგვიანებისთვის კომპენსაცია არ არის გათვალისწინებული (მხოლოდ გაუქმების შემთხვევაში). ეს, სამწუხაროდ, ყველა პოპულარულ საკურორტო მიმართულებაზე ვრცელდება, როგორიცაა უკრაინა, თურქეთი, ეგვიპტე და ა.შ.“, – განმარტავენ Compensair-ის ექსპერტები.
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ გადაჯდომით რეისზე დავაგვიანეთ?
თუ ერთი რეისიდან მეორეზე გადაჯდომა ერთი ჯავშნით ხორციელდება და თვენ მეორე რეისზე პირველი რეისის დაგვიანების გამო აგვიანებთ, მაშინ ავიაგადამიზდავმა კომპანიამ ჯავშნის მთელი ჯაჭვის ბილეთების ღირებულება უნდა აგინაზღაუროთ ან დანიშნულების ადგილზე მოსახვედრად ალტერნატივა უნდა შემოგთავაზოთ. თუ რეისი აეროპორტში გაუქმდა და ალტერნატიულ რეისს ელოდებით, თქვენ იგივე პირობები უნდა შემოგთავაზონ, როგორც ფრენის დაგვიანების შემთხვევაში.
„იმ შემთხვევაში, თუ მგზავრმა გადაჯდომით რეისზე ავიაკომპანიის მიზეზით დაიგვიანა, მგზავრის ბილეთი დანიშნულების პუნქტამდე უახლოეს ხელმისაწვდომ რეისზე ან ალტერნატიულ მარშრუტზე გადაიწერება. მნიშვნელოვანია, რომ თუ კომპანია ურთიერთდაკავშირებულ რეისს ვერ ხედავს, ბილეთი არ იქნება გადაწერილი. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ მგზავრის მარშრუტი ერთიანი ბილეთით არ არის გაფორმებული: სხვადასხვა ავიაბილეთით სხვადასხვა ავიაგადამზიდავთან. უმჯობესია მგზავრმა აეროპორტში განთავსებულ ავიაკომპანიის სალაროს მიმართოს. თუ სალარო არ არის, მაშინ ავიაკომპანიის წარმომადგენელს ან ქოლ-ცენტრის სადღეღამისო ხაზს“, – აცხადებენ Air Astana-ში.
რომელ კანონებშია გათვალისწინებული მგზავრთა უფლებები?
გირჩევთ ეს დოკუმენტები დაიმახსოვროთ, რომლებიც დაგეხმარებათ გაარვკიოთ თუ ვინ არის მართალი და დამნაშავე იურიდიული თვალსაზრისით:
- მონრეალის კონვენცია (საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ) – მთავარი დოკუმენტი, რომელიც იმ მგზავრთა უფლებების რეგლამენტირებას ახდენს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებიდან მიემგზავრებიან და ნაციონალური გადამზიდავების მომსახურებით სარგებლობენ.
- „საქართველოს საჰაერო კოდექსი“, რომლის მიზანია „საჰაერო ტრანსპორტის მდგრადი განვითარების, ტვირთისა და ბარგის გადაზიდვის, მგზავრთა გადაყვანის და მათთან დაკავშირებული სხვა მომსახურების თავისუფლად განხორციელების ხელშეწყობა“;
- ევროკავშირის რეგლამენტი №261/2004 (მუხლი 4-9) – ევროკავშირის ფარგლებში განხორციელებული რეისებისთვის და იმ რეისებისთვის, რომლებიც ევრკოვაშირში ან ევრკოვაშირიდან ხორციელდება.
როგორ მივიღოთ კომპენსაცია რეისის გაუქმებისას?
ავიაკომპანიისადმი პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში უნივერსალური შაბლონი არ არსებობს, მაგრამ, მაგალითისთვის ევროკომისიამ ავიაკომპანიის მიმართ პრეტენზიის წაყენების სტანდარტული ნიმუში შეიმუშავა, რომელიც კომპენსაციის მიღების მოთხოვნას შეიცავს ფრენის გაუქმების, გადადების ან ჩასხდომაზე უარის განცხადების შემთვევაში. თუ ინგლისური კარგად იცით, შეგიძლიათ ეს შაბლონი ჩამოტვირთოთ ევროკომისიის ვებ-გვერდზე, შეავსოთ და ავიაკომპანიაში გააგზავნოთ. მაგრამ რეალურად ეს დოკუმენტი არ არის საჭირო – ავიახაზების უმრავლესობის ვებ-გვერდებზე ონლაინ ფორმა არსებობს, რომელიც ასეთი საჩივრების შეტანის შესაძლელობას მოგცემთ. მაგრამ ბევრად უფრო ეფექტური იქნება თუ კომპენსაციის მიღების შესახებ განაცხადს სპეციალიზირებული სამსახურების მეშვეობით გააკეთებთ.
პრაქტიკაში, ავიაკომპანიის მიმართ პრეტენზიის წაყენებისთვის სულ სამი დოკუმენტი გესაჭიროებათ:
- ელექტრონული ბილეთი (ჯავშნის ნომრით);
- საზღვარგარეთის პასპორტის ფოტო;
- ჩასხდომის ბარათი;
ასევე გამოგადგებათ:
- ავიაკომპანიის ცნობა, რომელიც რეისთან არსებულ პრობლემას ადასტურებს, თუ ცნობა არ გაქვთ, მაგრამ მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ან წერილი ელექტრონულ ფოსტაზე, ეკრანი გადაიღეთ და ამობეჭდეთ;
- განრიგის ტაბლოს ფოტოსურათი, საყიდლების ჩეკები, გამოუყენებელი ბილეთები, სასტუმროს ჯავშნები – ფრენის გაუქმების გამო გაწეული თქვენი ხარჯებისა და დანაკარგების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი გამოდგება;
- ფრენის დაგვიანების ან გაუქმების დადასტურება დამოუკიდებელი წყაროდან. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტი Flightaware ან Flightradar.
მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია თქვენს პრეტენზიას დაამუშავებს, მიიღებთ პასუხს (42-დან 90 დღემდე, იურისდიქციის მიხედვით).
პასუხის გაცემის დრო ავიაკომპანიის შინაგანაწესსა და პრეტენზიების განხილვის განყოფილების სეზონურ დატვირთვაზეა დამოკიდებული.
Compensair -ს ხშირ შემთხვევაში შეუძლია შეამციროს პასუხის გაცემის მოლოდინის დრო ავიახაზებთან გამოყოფილი საკომუნიკაციო არხების ხარჯზე.
თუ თქვენ დადებითი პასუხი მიიღეთ – შესანიშნავია! ავიაკომპანიასთან საბანკო გადარიცხვის დეტალების შეთანხმება დაგრჩებათ და თქვენ კანონიერ კომპენსაციას მიიღებთ, რასაც შესაძლოა კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდეს.
რა უნდა გავაკეთოთ, თუ კომპენსაციის გაცემაზე უარს მიიღებთ?
„თუ თქვენ უარი მიიღეთ, მაშინ ავიაკომპანიიდან მიიღებთ პასუხს, რომელიც უარის მიზეზს განმარტავს. პასუხი შეიძლება ამდაგვარი იყოს:
Wizz Air flight W6 1568 Kutaisi (KUT) 09:00 – Warsaw (WAW) 10:10 (01 February 2019) was cancelled due to adverse weather conditions (low visibility caused by fog in Kutaisi).
Please consider that Wizz Air as an operating air carrier shall not be obliged to pay compensation, if cancellation or long delay is caused by extraordinary circumstances according to Art. 5. par. (3) of Regulation (EC) No 261/2004 of the European Parliament and of the council establishing common rules on compensation and assistance to passengers in the event of denied boarding and of cancellation or long delay of flights.
EC261/2004 რეგლამენტის 5/3 ნაწილში აღწერილია ფორს-მაჟორული გარემოებების ჩამონათვალი, რომელიც ათავისუფლებს ავიაკომპანიას კომპენსაციის გაცემისგან.
ასევე არსებობს ევროპის სასამართლოს მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით ახსნას იძლევიან ფორს-მაჟორულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მაგალითად, CJEU C-257/14 Van der Lans საქმესთან დაკავშირებით ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა არ არის ფორს-მაჟორი, თუ არ არის აღმოჩენილი წარმოების დეფექტი (რაც ძალიან იშვიათად ხდება).
ამგვარად, თუ უარი მიიღეთ, მაშინ მთელი სამუშაო უარის თქმის გადამოწმებამდე ან უარის თქმის უარყოფამდე დავა.
ეს შეიძლება საკმაოდ მარტივი იყოს, მაგალითად, ცუდი ამინდის გამო უარის შემთხვევაში, ზოგიერთ შემთხვევაში საკმარისია ამინდის ცნობის შესწავლა, რათა დარწმუნდეთ, რომ უარი ლეგიტიმურია.
ნაკლებად ცალსახა სიტუაციებში თქვენ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა დაგჭირდებათ სადისპეტჩეროდან, აეროპორტიდან და სხვა წყაროებიდან და უფრო სიღრმისეული ანალიზის ჩატარება. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ცნება „საფრენი ამინდი“ არ არსებობს და აფრენის/დაშვების გადაწყვეტილება მთელი რიგი ფაქტორების საფუძველზე მიიღება (ასაფრენი ბილიკის შესაძლებლობები, თვითმფრინავის ტექნიკური მახასიათებლები, პილოტის კვალიფიკაციის დონე და ა.შ.)
კანონის მიხედვით ავიაკომპანიამ ყველა საჭირო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ, რათა ეფექტურად დაიცვათ თქვენი უფლებები. თუმცა, ნუ იქონიებთ იმედს, რომ ავიაკომპანია ყველანაირ დამადასტურებელ დოკუმენტაციას მოგაწოდებთ. უმეტეს შემთხვევაში, ისინი თავისუფალი წყაროდან ცუდი ამინდის შესახებ ცნობის მოწოდებით იფარგლებიან და რეალურად თქვენ დამოუკიდებლად მოგიწევთ მტკიცებულებების შეგროვება და ანალიზი.
ასევე, თითოეულ ქვეყანაში არსებობს ეროვნული საავიაციო სამსახური, რომელსაც შეუძლია მიიღოს თქვენი საჩივარი ავიაკომპანიის წინააღმდეგ და დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოოს. სამწუხაროდ, მათი გადაწყვეტილება არ არის სავალდებულო შესასრულებლად (მათ მხოლოდ ჯარიმის დაკისრება შეუძლიათ ავიაკომპანიის მიმართ). შემდეგ ინსტანციას სასამართლო წარმოადგენს“, – გვიამობობს Compensair როცედურის შესახებ.
რა შემთხვევაში არ დაგიბრუნებენ თანხას?
ახლა კი ცუდ მხარეს გავეცნოთ. არსებობს ფორს-მაჟორული ვითარებების ჩამონათვალი, რის გამოც ავიაკომპანია არ არის ვალდებული ფულადი კომპენსაცია გადაგიხადოთ. ესენია:
- ცუდი ამინდი
- საომარი მოქმედებები და პოლიტიკური არეულობა
- სტიქიური უბედურება
- აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვა. ავიაკომპანიის თანამშრომლების გაფიცვა უმეტეს შემთხვევაში არ ითვლება ფორს-მაჟორად.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ თქვენი რეისი გადაიდო ფორს-მაჟორული ვითარების გამო?
ყველაფერი იგივე, რაც ზემოთ განვიხილეთ, თუმცა ამ შემთხვევაში კომპენსაციას არ მიიღებთ.
არსებობს რაიმე გამონაკლისი?
ზოგჯერ ავიაკომპანიენი ამინდის არახელსაყრელ პირობებს რეისის დაგვიანებას მიაწერენ, რომელიც მათი ბრალეულობით მოხდა. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა, მეტეოროლოგიური სიტუაციის დასტური METAR ვებ-გვერდზე უნდა მოძებნოთ ინფორმაცია METAR (METeorological Aerodrome Reports) – ეს არის სპეციალიზებული რესურსი, რომელიც ავიაციაში გამოიყენება მეტეოროლოგიური პირობების დასადგენად. მაგრამ ის ინფორმაცია, რომელსაც ვებ-გვერდიდან მიიღებთ, არის კოდი, რომლის გაშიფრვას დახმარების გარეშე ვერ შეძლებთ. ამიტომ, ეს არის გამოსავალი მხოლოდ მათთვის, ვინც არ ეძებს მარტივ გზებს. ბევრად უფრო მოხერხებული და მომგებიანია თუ დახმარებისთვის სპეციალურ სამსახურებს მიმართავთ.
თუ ნებისმიერ ზემოთ განხილულ სიტუაციაში მოხვდით, იცოდეთ, რომ თქვენ სრული უფლება გაქვთ მოითხოვოთ კომპენსაცია დახარჯული დროის და გეგმების იძულებით შეცვლის გამო. რეისების დაგვიანება და გაუქმება ყოველდღე ხდება, ამიტომ ავიაკომპანიებისთვის ასეთი პრობლემების მოგვარება ჩვეულებრივი ამბავია და მგზავრისთვისაც კი არ არის ისეთი რთული, როგორიც თავიდან მოგეჩვენებათ. უბრალოდ გახსენით ეს სტატია, იმოქმედეთ განხილული გეგმის მიხედვით და ყველაფერი კარგად დასრულდება.
ვის უნდა მივმართოთ კომპენსაციის მიღების მიზნით რეისისგაუქმების ან დაგვიანების შემთხვევაში?
CompensAir – ევროპული სერვისი მგზავრების უფლებების დასაცავად, მუშაობს პრინციპით «სამართლიანობა როგორც მომსახურება»
CompensAir-ის დახმარებით შესაძლოა თქვენ მიიღოთ 600 ევრომდე ანაზღაურება გადადებულ ან გაუქმებულ ავიარეისებზე. სერვისი თავისთავზე ღებულობს ყველა პროცედურას მცირედი საკომისიოს სანაცვლოდ, მხოლოდ კომპენსაციის მიღების შემდეგ. არ არის შედეგი – არ არის გადასახდელი.
რამოდენიმე მაგალითი თუ რატომ მივმართოთ CompensAir:
- ყველაზე დაბალი საკომისიო ბაზარზე (25%);
- თქვენ არ გჭირდებათ არაფრის მოქმედება – უბრალოდ გაუგზავნეთ ანკეტა (1 წუთზე ნაკლებ დროში) და მშვიდად დაელოდეთ შედეგებს.