Airbus-მა შემკვეთებისთვის A321neo-ს მიწოდება დაიწყო, რომელსაც ბორტზე ბარგის შესანახი განყოფილება შედარებით დიდი გაბარიტებით – XL bins, აქვს. ასეთი ტიპის პირველი ლაინერი უკვე გადაეცა ავიაკომპანია American Airlines-ს, რომელიც მსგავსი ინფრასტრუქტურის მიღების პირველი მსურველი იყო.

ბარგის განსათავსებელ თაროზე – XL bins, 40%-ით მეტი შესაძლებლობები არსებობს ხელბარგის განსათავსებლად. აღნიშნული განყოფილება შესაძლებლობას იძლევა, რომ ბორტზე 61x41x25 სმ ზომის ხელბარგი თავისუფლად განთავსდეს.

ერთ სექციაში 4 მსგავსი ზომის ჩემოდნის განთავსება იქნება შესაძლებელი. დღეისათვის არსებულ თაროებზე და მსგავსი გაბარიტების მხოლოდ 3 ჩემოდნის განთავსება თუ მოხერხდება.

American Airlines-ის გეგმაშია, რომ ავიაპარკს 100 ერთეული A321neo დაამატოს. ავიაკომპანია გეგმავს ასევე, მის მფლობელობაში არსებულ ბორტებში ხელბარგის განსათავსებელი თაროების ზომების ზრდა მოახდინოს.