აეროპორტი „სტამბოლი“ ქალაქ სტამბოლს მეტროს მეშვეობით 2020 წლიდან დაუკავშირდება. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტთან მეტროს დაკავშირების სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
როგორც ცნობილია, 6 აპრილის შემდეგ სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებას წყვეტს და ყველა ავიარეისი, რომელიც 6 აპრილამდე აღნიშნულ აეროპორტში ხორციელდებოდა აეროპორტ „სტამბოლში“ იქნება გადამისამართებული. ათათურქის აეროპორტიდან ბოლო ავიარეისი 6 აპრილის 02:00 საათზე განხორციელდება.