იტალიის სასამართლომ დავა ავიაკომპანია იტალიის კონკურენციის სამმართველოსა და ავიაკომპანია Wizz Air-ს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყვიტა. აღნიშნული დავა 2019 წლის იანვარში დაიწყო, როცა იტალიის კონკურენციის სამმართველომ ავიაკომპანია Wizz Air-ი ერთი მილიონი ევროთი დააჯარიმა, ავიაკომპანიას ჯარიმა ხელბარგის ტრანსპორტირების ახალი წესების შემოღების გამო დაეკისრა. იტალიელმა მარეგულირებელმა ორგანომ დაადგინა, რომ ხელბარგის ტრანსპორტირების ახალი წესები, რომლებიც 2018 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა, არასწორი სავაჭრო პრაქტიკაა, რადგან მგზავრებს ბილეთის ფასთან დაკავშირებით არასწორ წარმოდგენას უქმნის.

Wizz Air-ის წარმომადგენლების განცხადებით, იტალიის სასამართლოს (TAR) გადაწყვეტილება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საშუალებას მისცემს კომპანიას გააგრძელოს თავისი მიმდინარე პოლიტიკა ბარგთან დაკავშირებით.4

ავიაკომპანიას მკაფიო და სამართლიანი საბარგო პოლიტიკა აქვს და მგზავრების ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. ამჟამად ყველა მგზავრს უფლება აქვს უფასოდ აიტანოს ბორტზე ხელბარგის ერთი ერთეული, რომლის მაქსიმალური ზომებია 40×30×20 სმ და რომელიც უნდა მოთავსდეს წინ მდებარე სავარძლის ქვეშ. მგზავრებს, რომლებსაც შეძენილი აქვთ WIZZ პრიორიტეტის სერვისი, დამატებით შეუძლიათ აიტანონ საგორებელი ჩანთა, რომლის მაქსიმალური ზომებია 55×40×23 სმ. გარდა ამისა, Wizz Air-ი გთავაზობთ რეგისტრირებული ბარგის 10, 20 და 32 კგ-იან ვარიანტებს.