კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონზე დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ოპერირების განრიგს აქვეყნებს. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, Qatar Airways-ი 1-16 ნოემბერს დოჰასა და თბილისსა ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს, ხოლო 17 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით კვირაში 5 სიხშირით.
ირკვევა, რომ Qatar Airways-ი 1-16 ნოემბრის პერიოდში დოჰასა და თბილის შორის რეისებს დღისით შეასრულებს, ხოლო 17 ნოემბერი-21 დეკემბრის პერიოდში ღამით.
22 დეკემბრიდან 2023 წლის 26 მარტამდე პერიოდში კი ავიაკომპანია ისევ დღის რეისების შესრულებას დაუბრუნდება და დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 7 სიხშირით განახორციელებს.